რეგიონი
პორტის წინააღმდეგ ივანიშვილის მოტივი პირადი ეკონომიკური ინტერესი იყო - ანაკლიის განვითარების კონსორციუმი
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის დამალული ქონება “პანდორას ფურცლებში” აღმოჩნდა, მათ შორის არის გასაიდუმლოებული წილი ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში.

„2021 წლის 4 ოქტომბერი The Washington Post‐მა, the Guardian‐მა, BBC ‐მ და სხვა წამყვანმა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოებმა დაიწყეს ოფშორული იურისდიქციებიდან ჟურნალისტ‐გამომძიებელთა საერთაშორისო კონსორციუმის (International Consortium of Investigative Journalists (ICIJ)) მიერ მოპოვებული საიდუმლო ფინასური ინფორმაციის გავრცელება. ჩანაწერები ამხელენ მოქმედი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების მილიარდობით დოლარის ოდენობის ინვესტიციებისა და ანგარიშების არსებობას ოფშორულ იურისდიქციებში ‐ საგადასახადო ორგანოებისგან, კრედიტორებისგან, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და მარეგულირებლებისგან თავის ასარიდებლად. გავრცელებულ ინფორმაციაში გამოკვეთილად ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ICIJ‐ის ვებ‐ გვერდზე ცალკე გვერდი ეთმობა. გამჟღავნებული ინფორმაციის თანახმად, ივანიშვილმა 1998‐2016 წლებში ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე (BVI) საიდუმლოდ დააფუძნა 12 კომპანია. აღნიშნულ პერიოდში, როდესაც ივანიშვილმა იქ კომპანიები დააარსა, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიჩნეული იყო, როგორც „განსაკუთრებით საყურადღებო ქვეყანა/იურისდიქცია ფულის გათეთრებასა და ფინანსურ დანაშაულთან მიმართებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმში მიიჩნევენ, რომ „პანდორას ფურცლები“ ადასტურებს ვარაუდს, იმის შესახებ, რომ ივანიშვილი ფლობს Brightstone Finance Limited‐ს ‐ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანიას, რომელიც აქვს საკონტროლო პაკეტი მენეჯმენტ კომპანიაში, რომელიც, თავის მხრივ, ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას აკონტროლებს.

„ცოტა ხნის წინ Transparency International‐ის საქართველოს ოფისმაც გაამახვილა ყურადღება აღნიშნულზე. ქვემოთ მოცემულია „პანდორას ფურცლების“ მიერ გავრცელებული სქემა, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ, ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს აჩვენებს, და მათ შორის არის Brightstone Finance Limited: როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ თავისი 2020 წლის 27 ოქტომბრის პრეს‐რელიზში განაცხადა, Brightstone Finance Limited ფლობს 51% წილს ქართულ კომპანიაში ‐ Eurasian Invest, LLC. Eurasian Invest კი თავის მხრივ სრულად აკონტროლებს მეორე ქართულ კომპანიას ‐ Euro‐Asian Management LLC. Euro‐Asian Management LLC კი, მენეჯმენტ კონტრაქტის საფუძველზე, სრულად აკონტროლებს კომპანიას, რომელიც ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ფლობს. თანდართული სქემა აღნიშნული გართულებული, მაგრამ სრული კონტროლის სქემის დეტალურ სურათს იძლევა. მას შემდეგ, რაც 2014 წელს მისივე მთავრობამ წამოიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, უკვე 2017 წელს ბიძინა ივანიშვილმა პროექტის ოპონირება დაიწყო. ანაკლიის წინააღმდეგ ივანიშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრებების ქვე‐ტექსტი ყოველთვის მოიცავდა მითითებებს თითქოსდა უფრო მარტივად და იაფად განხორციელებად პროექტზე ‐ ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებითვე, „პანდორას ფურცლები“ ადასტურებს იმას, რაც მათთვის ისედაც ცხადი იყო - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის წინააღმდეგ ივანიშვილის მოტივებიდან ერთ‐ერთი იყო მისი პირადი ეკონომიკური ინტერესი ‐ ფოთის პორტის განვითარება.

„ცნობილია ივანიშვილის ტოტალური გავლენის შესახებ „ქართული ოცნების“ მთავრობაზე. „პანდორას ფურცლებმა“ დაადასტურა, რომ ივანიშვილს თავისი ქონება ოფშორულ იურისდიქციებში აქვს გადამალული და იყენებს მას საქართველოს მთავრობის მანიპულირებისთვის, რომ ემსახურონ მის პირად ეკონომიკურ ინტერესებს. სწორედ ეს არის გლობალური პოლიტიკური კორუფცია, რომელიც ანადგურებს დემოკრატიას და კანონის უზენაესობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ‐ როგორც ამას „პანდორას ფურცლები“ აჩვენებს. როგორც არაერთმა კვლევამ დაადასტურა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება საქართველოს ინტერესებშია. თუმცა საქართველოს მთავრობის ქცევა ანაკლიასთან მიმართებაში კითხვებს აჩენს მის რეალურ გეგმებთან დაკავშირებით. მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებს ჩაატაროს ტენდერი ანაკლიასთან დაკავშირებით, თუმცა იქვე ოფიციალური აღიარებაც გააკეთა, რომ არსებობს ტენდერის ჩავარდნის მაღალი რისკი. ანაკლიასთან მიმართებით, საქართველოს მთავრობის მოქმედება საყურადღებო ხდება უცხოელი ინვესტორებისთვის, ვინც ფიქრობს საქართველოში ინვესტირებას. დროა, საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის ინტერესს მოემსახუროს და ანაკლიის პორტის განხორციელებისთვის საჭირო საუკეთესო და უმოკლესი გზა აირჩიოს ‐ ემუშაოს კონსორციუმს, რათა უზრუნველყოს ანაკლიის პორტის პროექტის დასრულება. ნაცვლად იმისა, რომ ემსახუროს მილიარდერის ინტერესებს, რომელსაც ქონება ოფშორში აქვს გადამალული და არ გააჩნია ანგარიშვალდებულება ქვეყნის იურიდიული და პოლიტიკური ინსტიტუტების წინაშე“, - აღნიშნულია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
25 / აპრილი 2024
ქალაქ ფოთის საკრებულოს დღევანდელი სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ახალის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
25 / აპრილი 2024
აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია ვარაუდობს, რომ დასავლეთი სანქციებს დაუწესებს რუსული ავიაკომპანიებს, რომლებიც სოხუმის აეროპორტში იფრენენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 36 °C
img
სოხუმი 31 °C
img
ფოთი 29 °C
img
მესტია 19 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.