ნიკარაგუაში აფხაზეთის რესპუბლიკის სრულფასოვანი "საელჩოს" გახსნის აუცილებლობაზე ისაუბრეს სოხუმში, ნიკარაგუას რესპუბლიკასთან გამართული ვიდეოკონფერენციის მსვლელობისას.
"საგარეო საქმეთა სამინისტროში" გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებიც დასახეს, რომლებიც 2022 წელს კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროში ერთობლივი პროექტების შემუშავებას ეხებოდა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.2020 წლის 6 ოქტომბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ სირიაში "საელჩო" გახსნა. სოხუმი და დამასკო დიპლომატიური პასპორტების მქონე პირთათვის სავიზო მოთხოვნების გაუქმებაზე შეთანხმდნენ.
სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.
|


მასალის გამოყენების პირობები