ახალი ამბები
მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდების ხელშეწყობა იქნება - ზუგდიდის ვიცემერი ისევ კონსტანტინე კაკავა გახდა
მამუკა წოწერიას პირველ მოადგილედ კონსტანტინე კაკავა დაინიშნა. ის აქამდე მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო. აღნიშნულ თანამდებობას კაკავა მას შემდეგ იკავებდა, რაც პოსტი დატოვა ყოფილმა მერმა, გეგა შენგელიამ. როგორც ახლად დანიშნულმა ვიცემერმა რადიო "ათინათის" უთხრა, მამუკა წოწერიამ წინასაარჩევნო პერიოდში ზუგდიდისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები საკუთარ პროგრამაში ასახა, რომელთა შესრულებასაც გეგმაზომიერად აპირებენ. 

"ჩვენთვის ამ პროგრამის განხორციელება და იმპლემენტაცია არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. თვისობრივად აბსოლუტურად განახლებულ ზუგდიდს მივიღებთ 4 წლის თავზე. პრიორიტეტებს რაც შეეხება, ეს არის უპირველესად ახალგაზრდები. მათთვის ისეთი სივრცეების შექმნა, სადაც შეეძლებათ შემეცნებითი, საგანმანათლებლო, ასევე ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმართულებით მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელება. ასეთი იქნება ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა და ახალგაზრდული ცენტრი. ასევე, სპორტული კომპლექსი საცურაო აუზით, სადაც სპორტის სხვადასხვა სახეობები, მათ შორის წყლის სპორტის სახეობები იქნება წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, უცვლელი პრიორიტეტია ინფრასტრუქტურის განახლება, ქალაქის ურბანული განვითარება, სატრანსპორტო კვანძების შექმნა, ახალი ხიდები. ჩვენი მოქალაქეები უნდა სარგებლობდნენ უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე გზებით, როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ისე მუნიციპალიტეტის სასოფლო ტიპის დასახლებებში. ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა წყლის სისტემების გამართვა და სუფთა წყლის მიწოდება სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის", - ამბობს კაკავა. 

გარდა ამისა, მერის ახლად დანიშნული მოადგილე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები, რაზეც ასევე აპირებენ მუშაობას. 

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა, შეიძლება ითქვას, სხვა მუნიციპალიტეტებისგან პროგრამების და ქვეპროგრამების როგორც რაოდენობით, ასევე ხარისხით და ჩვენ ვგეგმავთ ამ მიმართულებითაც სიახლეების დანერგვას. ეს იქნება უფრო მორგებული ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებზე და მნიშვნელოვანია, რომ ერთჯერადი დახმარებებიდან გადავიდეთ მდგრად და სერვისულ მომსახურებაზე. ეს უკვე ჩვენ დავიწყეთ და მომავალი წლიდან გაგრძელდება ამ მიმართულებით ცვლილებები, რეფორმები ადგილობრივ დონეზე. მოქალაქეებთან ერთად ჩვენ ამას ყველაფერს მივაღწევთ. მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, კონსულტაციებით, მივიღებთ უფრო განვითარებულ ზუგდიდს", - გვითხრა მან.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია გახდა. ის მოვალეობის შესრულებას 22 ნოემბრიდან შეუდგა. 







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.