ახალი ამბები
"აფხაზეთში რუსეთის ელჩი" ალექსეი დვინიანინი მოსკოვში დაბრუნდა
რუსეთის ფედერაციის "ელჩმა აფხაზეთის რესპუბლიკაში"ალექსეი დვინიანინმა მისია დაასრულა და მოსკოვში დაბრუნდა. ინფორმაციას საელჩოს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, დროებით მის მოვალეობას მრჩეველი - დესპანი მაქსიმ ლიტვინოვი შეასრულებს.

ალექსეი დვინიანინი "ელჩად" 2018 წლის მარტში დაინიშნა. მანამდე ის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობის დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. დვინიანინის წინამორბედი სემიონ გრიგორიევი იყო, რომელიც "თანამდებობას" 2008 წლის 25 ოქტომბრიდან 2018 წლის 30 მარტამდე იკავებდა.

აფხაზეთში რუსეთის "საელჩო" რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაიხსნა. 2008 წლის სექტემბერში სოხუმმა და მოსკოვმა "დიპლომატიური ურთიერთობის" დამყარების შესახებ განაცხადეს, ამავე წლის დეკემბერში სემიონ გრიგორიევმა რწმუნებათა სიგელი გადასცა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს. 2009 წლის თებერვალში კი აფხაზეთში რუსეთის "საელჩო" ოფიციალურად დაფუძნდა.

Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ატარებს ბაზრის კვლევას ზუგდიდის რეგიონალური ოფისისთვის ფართის ქირაობის მიზნით.
თიბისი, როგორც ბიზნესის მუდმივი მხარდამჭერი, ამჯერად ბიზნეს სექტორით, მათ შორის აგრობიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის თუ არსებული მეურნეობებისა და საწარმოებისთვის ახალ საინფორმაციო კამპანიას იწყებს.
ზუგდიდი მოლში საბავშვო ტანსაცმლის მაღაზია გაიხსნა, რომელშიც პრემიუმ ხაზის ევროპული ბრენდების Original Marines და Mayoral პროდუქციაა წარმოდგენილი.
საზოგადოება
საქართველოს პატრიარქის 2023 წლის საშობაო ეპისტოლე გამოქვეყნდა, რომელსაც სრულად გთავაზობთ:
ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი "f 5" განახლდა. ფესტივალის პირველი სტუმარი მოდერატორთან ერთად მწერალი ნენე კვინიკაძეა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი გოგი რევია, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კონკურსის
დღის სიახლეები
24 / მარტი 2023
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უშიშროების საბჭოს" მდივანი სერგეი შამბა მოსკოვში ჩავიდა, სადაც რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს შეხვდა, ინფორმაციას "აფხაზეთის საგარეო საქმეთა
23 / მარტი 2023
მოსკოვში, ბასმანის რაიონულმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" წარმომადგენლებს დაუსწრებლად 30 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
23 / მარტი 2023
სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ორი პირი:
დილის ჩართვა
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 10 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.