რეგიონი
მოთხილამურე პატრულებმა მესტიის ზამთრის კურორტებზე მუშაობა დაიწყეს
მოთხილამურე პატრულებმა ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი წესრიგისა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას დაცვის მიზნით მუშაობა დაიწყეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.მათთან ერთად იმუშავებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო მაშველები და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.

"მოთხილამურე პატრულებმა უკვე გაიარეს გადამზადების კურსი და 100-მდე თანამშრომელი გუდაურის, მესტიის (თეთნულდი, ჰაწვალი), და გოდერძის უღელტეხილის ზამთრის კურორტების სასრიალო ტრასებზე პატრულირებას განახორციელებენ.

მოთხილამურე პატრულები აღჭურვილები არიან ყველა საჭირო ტექნიკით, რათა დამსვენებლებს საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დახმარება გაუწიონ.

სამთხო-სათხილამურო კურორტებზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები 2016 წლიდან მუშაობენ და ამ წლების განმავლობაში ასეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება", - ამბობენ უწყებაში.

25 დეკემბერს გუდაურსა და გოდერძიზე 2021/22 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. მესტიაში კი ელექტროენერგიის პრობლემის გამო ჯერ უცნობია როდის ჩაირთვება თეთნულდი- ჰაწვალის საბაგირო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.