სოხუმში ერთსართულიან კერძო სახლს ცეცხლი გაუჩნდა, ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო
სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, შემთხვევა 2 იანვარს მოხდა, მეხანძრეების ადგილზე მისვლამდე ცეცხლი იმ ოთახს მოედო მთლიანად, სადაც სახლის მეპატრონე, შშმ პირი იმყოფებოდა. მაშველებს ის გარდაცვლილი დახვდა.
მასალის გამოყენების პირობები