ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, სამღვდელოებასთან ერთად რუხის კოვიდ კლინიკაში
პაციენტები მოინახულა და მათ შობა მიულოცა. ინფორმაციას ეპარქია ავრცელებს.
![](/images/temp/2022/01/08/2d913256a2e5ace025db2a7c5512de2a.jpg)
მიტროპოლიტმა კოვიდინფიცირებულები და სამედიცინო პერსონალი დალოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
![](/images/temp/2022/01/08/0f75da298d817d9e4212dee16b102daf.jpg)
სამღვდელოება კოვიდკლინიკაში სპეციალური სამედიცინო ეკიპირებით იმყოფებოდა.
მასალის გამოყენების პირობები