ახალი ამბები
ასლან ბჟანია სამედიცინო გამოკვლევებისთვის რუსეთში გაემგზავრა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთში გაემგზავრა. მისი პრესსამსახურის ცნობით, ბჟანიამ "გეგმური სამედიცინო გამოკვლევები" უნდა ჩაიტაროს. თუმცა ინფორმაციაში არ არის დაზუსტებული, რამდენ ხანს გასტანს მკურნალობა.

აფხაზ ლიდერს Covid – 19 2020 წლის დეკემბრის ბოლოს დაუდასტურდა. 2021 წლის იანვრის შუა რიცხვებში, მისმა პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ბჟანია კოვიდისგან განიკურნა.

მანამდე, 2019 წლის ივნისში, როდესაც ასლან ბჟანია გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი იყო, მისმა მომხრეებმა განაცხადეს, რომ ბჟანია მოწამლეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მას ჯერ რუსეთში, შემდეგ კი, გერმანიაში მკურნალობდნენ, თუმცა, რა დიაგონოზით, უცნობია.

2020 წლის მარტში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა, "ჯანდაცვის" სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მას ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია დაუდგინდა. თავდაპირველად ის სოჭის ერთ-ერთ კილინიკაში, შემდეგ კრასნოდარის საოლქო საავადმყოფოში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

ამავე პერიოდში, "რია ნოვოსტი" ავრცელებდა ინფორმაციას ყუბანის სამედიცინო წრეების წყაროზე დაყრდნობით, რომ ექიმებმა ბჟანიას დაუსვეს დიაგნოზი: "გაურკვეველი ნივთიერებით მოწამლვა".



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.