ახალი ამბები
აქტივისტების დაკავება, პროტესტის ნიშნად გადაყლაპული ლურსმნები - რას ითხოვს "ოპოზიცია" სოხუმში
სოხუმის "პროკურატურამ "მასობრივი არეულობების მოწყობის" ბრალდებით, 2021 წლის 21 დეკემბრის აქციის მონაწილე 5 პირი დააკავა. ერთ - ერთ მათგანს, ბაგრატ სურმავას აღკვეთის ღონისძიების სახით 20-დღიანი, კიდევ ორს, ბათალ ცვიჟბას და ასლან ტანიას თვენახევრით პატიმრობა, ხოლო რამაზ ჯოპუას - 22 მარტამდე შინაპატიმრობა მიესაჯათ. აქციის მე - 5 მონაწილის ანრი ინაფშბას სასამართლო 13 იანვარს გაიმართა. მას ერთთვიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ინაფშბამ ლურსმნები გადაყლაპა, რის შემდეგაც ის სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.

ამავე დღეს აფხაზური ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები, მათ შორის ადგურ არძინბა, ახრა ბჟანია და გარი კოკაია, სოხუმის პროკურატურაში გამოცხადდნენ და მოითხოვეს, რომ ისინი, როგორც აქციის ორგანიზატორები, დააკავონ, ხოლო მათი მომხრეები გაათავისუფლონ.   "პროკურატურამ" მათ ქმედებებში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო ისინი არ დააკავა. ამის შემდეგ ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ შედგა შეხვედრა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე- პრეზიდენტთან ბადრა გუნბასთან და მათ გარკვეულ შეთანხმებას მიღწიეს. მისივე თქმით, შესაბამისი დოკუმენტზე ორშაბათიდან დაიწყებენ მუშაობას, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ აუცილებელია მათი დაკავებული აქტივისტების გათავისუფლება, წერს "ეხო კავკაზა".

2021 წლის 21 დეკემბერს აფხაზურმა ოპოზიციამ სოხუმში აქცია გამართა. მას შემდეგ, რაც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია აქციის მონაწილეებთან არ გამოვიდა, ოპოზიციის მომხრეებმა ე.წ. პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს. ოპოზიციასა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა. მიტინგის მონაწილეები "პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას და "საპარლამენტო არჩევნების" ერთი წლით გადადებას ითხოვდნენ. მანამდე, "ხელისუფლების" მოწინააღმდეგე რამდენიმე ასეულმა ადამიანმა "სამთავრობო შენობებთან" რამდენჯერმე მოაწყო აქცია. ისინი ბჟანიას "საკონსტიტუციო მოვალეობების უხეშ დარღვევაში" ადანაშაულებდნენ.

23 დეკემბერს კი "პროკურატურამ" გაავრცელა ინფორმაცია "სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ "მასობრივი არეულობის მოწყობისა და მონაწილეობის, ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალადობის ფაქტზე". უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ "აფხაზეთის სახალხო პატრიოტული კავშირის" მიერ ორგანიზებული აქცია იყო არასანქცირებული, აქცია თავდაპირველად მშვიდობიანი იყო, თუმცა "დესტრუქციული ძალების" ჩარევის შემდეგ, ის არეულობაში გადაიზარდა, რასაც სამთავრობო შენობების კომპლექსის დაკავების არაერთგზის მცდელობა მოჰყვა. უკანონო ქმედებების დროს დაშავდა ჟურნალისტი, დაზიანდა "სახელმწიფო ქონება".

ოპოზოციის მომხრეების დაკავების შემდეგ, "სახალხო - პატრიოტულმა კავშირმა", რომელმაც 21 დეკემბრის აქცია მოაწყო, განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა "პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას ეკისრება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ხელისუფლება" პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებას და "ჯიბის პარლამენტის" არჩევას" ცდილობს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი, აპლიკაციაში კონტენტის შემქმნელებს შეახსენებს აუდიტორიის ნახვისა და დაკავშირების შესაძლებლობებს: მესენჯერში
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო. საქართველოს ბანკი ინდ მეწარმის სტატუსის მქონე მიკრო და მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიური, რეგულარული
დღის სიახლეები
14 / ოქტომბერი 2024
აფხაზური მედიის ინფორმაციით, რუსულმა ელექტრომატარებელმა "ლასტოჩკამ" წარმატებით განახორციელა სატესტო რეისები ოკუპირებულ სოხუმში. 
14 / ოქტომბერი 2024
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს "კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა"-ს დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდა.
14 / ოქტომბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირის ნაწილი, რომელიც უკვე მეორე დღეა გადაკეტილია, 16 ოქტომბერს 18:00 საათამდე გაიხსნება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდის მერიის პრესსამსახურში უთხრეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.