ახალი ამბები
"უცხო აგენტების" შესახებ კანონპროექტი - დამოკლეს მახვილი აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოებისთვის
აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი შეშფოთებას გამოთქვამს "უცხო აგენტების" შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ასევე ეხმაურება "საგარეო საქმეთა მინისტრის" - ინალ არძინბას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რაც მათი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანიაა.

"უცხო აგენტების შესახებ" კანონი დამოკლეს მახვილივით არის აღმართული სამოქალაქო ორგანზაციებზე... აქ, როგორც ჩანს, რაღაც მოძრაობა იწყება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების გასაძევებლად, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მუშაობის შესაჩერებლად. იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებაში სტაგნაციის პროცესი დაიწყოს. რატომ არ საუბრობენ იმ პროექტებზე, რომლებიც განხორციელდა... მილიონებია დახარჯული... ყველაფერი გამჭვირვალედ კეთდებოდა", - უთხრა "ეხო კავკაზას" ბავშთა ფონდის თავმჯდომარე ასიდა ლომიამ.

ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის წარმომადგენელი, იურისტი საიდ გეზერდავა გამოცემის კითხვაზე, შეძლებს თუ არა სამოქალაქო საზოგადოება თავის დაცვას
"უცხო აგენტების" შესახებ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, პასუხობს, რომ არასამთავრობოების სტრატეგია დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია. მისი თქმით, ხელისუფლებაში ყველას არ სურს სამოქალაქო საზოგადოების უცხო აგენტებად გამოცხადება.

"მეჩვენება, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია ვიპოვოთ ურთიერთგაგება და, სხვათა შორის, ჯერჯერობით ვპოულობთ კიდეც. თუმცა, ვერ უარვყოფ, არიან გარკვეული გავლენიანი ჩინოვნიკები, რომლებსაც აქვთ ასეთი პოზიცია. შესაძლოა, მათზე საგარეო დღის წესრიგი ახდენს ძალიან ძლიერ გავლენას და ეს შესამჩნევია, რადგან ჩვენი გადმოსახედიდან ასეთი კანონის მიღება აბსოლუტურად არ არის საჭირო, რადგან საქმიანობა გამჭვირვალეა. თუმცა, როგორც ხედავთ, პრინციპში, იმ ადამიანების არგუმენტი, რომლებიც ასეთი დღის წესრიგის მომხრეები არიან, არის ის, რომ თითქოს ჩვენ რაღაც დიალოგი გვაქვს საქართველოსთან", - ამბობს გეზერდავა.

გამოცემის კითხვაზე - აქვს თუ არა სამოქალაქო სექტორს საზოგადოების მხარდაჭერა, მან უპასუხა, რომ სოციალური ქსელების მომხმარებლებით ამაზე ვერ იმსჯელებენ, რადგან ამ სეგმენტში მრავლადაა ე.წ. ტროლები, რომლებიც უფრო აქტიურები არიან. თუმცა, რეალურად, მათ აქვთ მოქალაქეების მხარდაჭერა.

19 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ დაუშვებლად მიაჩნია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც აფხაზებსა და ქართველებს შორის პირდაპირი დიალოგისკენ არის მიმართული, მათ შორის ექსპერტებისა და ახალგაზრდობის ჩართულობით, რადგან მსგავს პროექტებს შეცდომაში შეჰყავთ რესპუბლიკის მოქალაქეები.

უფრო ადრე, 2021 წლის 6 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უწყება მოითხოვდა, რომ მასთან წინასწარ შეთანხმდეს ადგილობრივი არასამთავრობოების შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

ინფორმაციისთვის, "უცხო აგენტების" შესახებ კანონპროექტის შემუშავებას დე ფაქტო რესპუბლიკის "იუსტიციის სამინისტრო" რუსეთთან "ერთიანი სოციალურ - ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ" პროგრამის ფარგლებში გეგმავს. პროგრამა "აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს".



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.