Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/6829533_orig.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/6829533_orig.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/6829533_orig.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/6829533_orig.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რეგიონი
"ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ვიზიტი მესამე მხარის თანხმობას არ საჭიროებს"
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ვიზიტი მესამე მხარის თანხმობას არ საჭიროებს". ამის შესახებ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციისათვის გაგზავნილ საპროტესტო ნოტას ეხმაურება. "2013 წლის 26 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აფხაზეთის რესპუბლიკაში ვიზიტთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტით მიმართა და აღნიშნული ვიზიტი "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფის კიდევ ერთ ფაქტად" შეაფასა. აღნიშნულთან დაკავშირებით აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს: აფხაზმა ხალხმა საქართველოსთან სისხლისმღვრელ ომში გაიმარჯვა და სრულფასოვანი სახელმწიფოს მშენებლობაში წარმატებას მიაღწია. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა და მასთან ოფიციალური ურთიერთობები დაამყარა. ახალი სახელმწიფოს ან მთავრობის აღიარება სუვერენული სახელმწიფოს მთავარი პრეროგატივაა. ვერც საქართველო და ვერც ნებისმიერი სხვა ქვეყანა რუსეთის ფედერაციის მიერ მისი სუვერენული პრეროგატივის განხორციელებას ხელს ვერ შეუშლის, რომელიც საერთაშორისო დოკუმენტებითაა გამყარებული. ვლადიმერ პუტინის ან რუსეთის ფედერაციის სხვა ნებისმიერი ოფიციალური პირის ვიზიტი საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, აბსოლუტურად კანონიერია და მესამე მხარის თანხმობას არ საჭიროებს", - ნათქვამია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 25 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა, რასაც ქართულმა მხარემ საპროტესტო ნოტით უპასუხა.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.