რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული სოფელ ზეღდულეთის სამი მაცხოვრებელი ცხინვალის ე.წ. იზოლატორიდან გაათავისუფლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცოლ-ქმარი ნანა ვანიშვილი და ალექსანდრე ცერცვაძე, ასევე ირაკლი მერებაშვილი გუშინ საღამოს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 2000 რუბლიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ზეღდულეთის 4 მაცხოვრებელი მიმდინარე წლის 22 აგვისტოს დააკავეს, აქედან 1 არასრულწლოვანი იმავე დღეს გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები