სირიის დედაქალაქში სამხედრო დარტყმის პერსპექტივა მზარდ მღელვარებას იწვევს. ქვეყნის უმაღლესმა სარდლობამ, გავცრელებული ინფორმაციით, დამასკოს გარშემო არსებული მნიშვნელოვანი სამეთაურო ცენტრებიდან პირადი შემადგენლობის ევაკუაციის შესახებ ბრძანება გსცა.
მასნაა , ლიბანისა და სირიის სასაზღვრო პუნქტთან, ჩემოდნებით დატვირთული მანქანების გრძელ რიგები დგას. ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სირიიდან დახლოებით 6 ათასი ადამიანი გაიქცა.
დამასკოს მცხოვრებლებმა ბი–ბი–სი–ს საკვები პროდუქტების დეფიციტის შესახებ შეატყობინეს, განსაკუთრებით რთულია პურის შოვნა.
მასალის გამოყენების პირობები