ახალი ამბები
სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს
სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია "საქართველოსთვის" წევრი ირაკლი კაჭარავა გახდა. მას მხარი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს. 

სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა და ის პროტესტის ნიშნად დატოვა საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა. მიზეზად ვეფხვია რუსიამ მასზე განხორციელებული ზეწოლა დაასახელა.

"უკვე არ ვიცი რა ხდება საკრებულოში, არ ვიცი რას აკეთებენ ჩემი თანამშრომლები და ნამდვილად არ მინდა ფორმალურად ვიყო ისეთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი მაშინ, როდესაც საკუთარი თავის დაცვაც კი პრობლემაა, არა თუ ჩემი თანამშრომლების დაცვა," - თქვა მან.

მანამდე, მმართველი პარტიის სენაკის ორგანიზაციამ სასამართლოს მიმართა და ადგილობივი საკრებულოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა, რომლის დროსაც "ქართული ოცნების" წევრების თქმით, საკრებულო კვორუმის გარეშე შეიკრიბა და კანონმდებლობის დარღვევით მიიღო გადაწყვეტილება სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიების გადასარჩევად.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.