რეგიონი
ზუგდიდში უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს
ზუგდიდში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებროლების ხსოვნას პატივი მიაგეს. მოქალაქეები, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან შეიკრიბნენ და  ფოტოებით, ყვავილებითა და სანთლებით დაღუპული გმირები გაიხსენეს.

აქციაზე იმყოფებოდნენ სამოქალაქო ატივისტები და ოპოზიციური პარტიის წევრები.

"დღევანდელი აქციის მიზანი იყო ის რაც ევალებოდა საქართველოს მთავრობას, რომ ამ ბიჭებისთვის მიეცა გმირის წოდება და მათი ოჯეხებისთვის მინიმუმ მიესამძიმრებინა. მაგრამ ეს არ გააკეთეს. ოპოზიციური პარტიის წევრები აქ მოვედით იმისთვის, რომ ამ გმირი ბიჭებისთვის მიგვეგო სათანადო პატივი, აგვენთო სანთლები და გვეთქვა სათქმელი საზოგადოებისთვის, რომ ისინი არინ გმირები, რომლები შეეწირნენ რუსეთის იმპერიის დანგრევის იდეას",- თქვა "დროას" ოფისის წარმომადგენელმა მარიამ სიჭინავამ.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე ცაბუნია ვართაგავა ამბობს, რომ რუსთის დამარცხება პირდაპირ კავშირშია ჩვენს გამარჯვებასთან.

,,დღევანდელი აქციის მიზანი იყო, პატივი მიგვეგო იმ ადამიანებისთვის ვინც დაიღუპნენ რუსეთთან ბრძოლაში. ეს ორი ქართველი არის ახლა მსხვერპლი მას შემდეგ რაც ახლა დაიწყო უკრაინა- რუსეთ შორის ომი, თორემ ვიცით რომ 2014 წლუდან არაერთი ქართველი მეომარი შეეწირა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთთან ბრძოლას. ეს ადამიანები იაზრებდნენ, რომ ეს არ არის მარტო უკრაინასთნ ბრძოლა, ეს არის ჩვენი ბრძოლაც იმიტომ, რომ რუსთის დამარცხება პირდაპირ კავშირშია ჩვენს გამარჯვებასთან’’, - განაცხადა მან.

ინფორმაციისთვის, უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში ორი ქართველი მებრძოლი გია ბერიაშვილი და დავით რატიანი დაიღუპა. ისინი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრები იყვნენ და უკრაინაში მოხალისედ იბრძოდნენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ოქტომბერი 2026
სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.