რეგიონი
TI: ჩხოროწყუს მერიამ სატრანსპორტო მომსახურება მმართველ პარტიასთან დაახლოებული მამა - შვილისგან შეისყიდა
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ 2022 წლის იანვარში ჩხოროწყუს საჯარო სკოლების მოსწავლეთა სატრანსპორტო მომსახურება შეისყიდა შპს “სალომე 92”-სგან, რომელიც შესყიდვამდე ორი თვით ადრე შეიქმნა. მათივე განმარტებით, კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 207,197 ლარია.

შპს “სალომე 92”-ს თანაბარი 50-50% წილის მფლობელები არიან მმართველ პარტიასთან დაკავშირებული სალომე და ჯამბულ პაპავები. ჯამბულ პაპავა პარტია „ქართული ოცნების“ კოორდინატორია. სალომე პაპავა, რომელიც 2022 წლის იანვრიდან ხელშეკრულებით ჩხოროწყუს მერიაში მუშაობს, მანამდე “ქართული ოცნებიდან” საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების გოგა გულორდავას, შემდეგ კი ალექსანდრე მოწერელიას ბიუროში მუშაობდა. სალომე პაპავამ მაჟორიტარის ბიურო 2021 წლის აგვისტოში დატოვა, როცა ალექსანდრე მოწერელია პარტია “საქართველოსთვის” წევრი გახდა.

ჯამბულ პაპავა ჩხოროწყუს მერთან დათო გოგუასთან დაახლოებული პირია. დათო გოგუა ჩხოროწყუს მერია 2012 წლის დეკემბრიდან დღემდე (2017 წლამდე - გამგებელი).

ჯამბულ პაპავა 2012-2021 წლებშიც მონაწილეობდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შესყიდვებში, ოღონდ სხვა კომპანიის - სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ჯამბულ პაპავას” სახელით და საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურების ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვებით სულ 873,645 ლარის ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული. 2022 წლის იანვარში ჯამბულ პაპავამ დაიწყო ამ საზოგადოების ლიკვიდაცია, პარალელურად კი თავის შვილთან ერთად დააფუძნა ახალი კომპანია “სალომე 92”.

ჩხოროწყუს მერიის თანამშრომლის, სალომე პაპავასა და მისი მამის ჯამბულ პაპავას კუთვნილმა კომპანიებმა 2012 წლის შემდეგ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისგან 1,080,842 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვები მიიღეს'', - - აღნიშნულია TI-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, შპს “სალომე 92”-ისა და სპს “ჯამბულ პაპავას” ჩართულობა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებში აჩენს ეჭვებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით.

კვლევის ავტორები მიმართავენ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, რომ შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინო, შეიცავს თუ არა ისინი კორუფციის შესაძლო ნიშნებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2026 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.