ახალი ამბები
აბაშაში ძაღლისა და ღორის ცოფის შემთხვევები გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აბაშაში ცხოველის ცოფით დაავადების სამი შემთხვევა (ძაღლი-2, ღორი-1) დაფიქსირდა. ამავე ცნობით, დაავადების გამოვლენის კერებში, აბაშასა და სოფელ სუჯუნაში სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარებმა ცოფის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაცია და სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყეს.

სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას,საკუთარ და მიკედლებულ ცხოველებს დროულად ჩაუტარონ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ცხოველების ქცევაში საეჭვო ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში მიმართონ ვეტერინარს. მოერიდონ უცხო ცხოველთან ახლო კონტაქტს.

ცოფი საშიში ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ავადდება როგორც შინაური და გარეული თბილსისხლიანი ცხოველი, ასევე ადამიანი. ინფექცია ვრცელდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით (დაკბენა, დაკაწვრა, დადორბვლა).

"ასეთ დროს დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას-ექიმ რაბიოლოგს. კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ დაავადება ლეტალობით სრულდება. შინაური ცხოველების ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესია, რათა დავიცვათ ადამიანების და ცხოველების სიცოცხლე.

სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად 260 ათასზე მეტ ცხოველს ცრის, ხოლო ცოფის დაფიქსირების შემთხვევაში დაავადების ამთვისებელ ცხოველებს ინფექციის კერაში იძულებითი ვაქცინაცია უტარდებათ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.