სოხუმში მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე  გამარჯვების 77- ე წლისთავის აღსანიშნავად ემზადებიან. დღეიდან დაგეგმილია ამ თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მათ შორის: ლექციები, სპორტული ასპარეზობები სკოლის 
მოსწავლეებისთვის. ასევე, მოეწყობა ველოგარბენი, მარშრუტით, სოხუმი - გულრიფში - სოხუმი, კონცერტები და გამოფენები.
ქალაქის ე.წ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძირითადი ღონისძიებები 9 მაისს, სანაპიროზე დაიწყება, სადაც უცნობი ჯარისკაცის მემორიალს ყვავილებით  შეამკობენ, შემდეგ კი "მიტინგი, შეიარაღებული ძალების საზეიმო მარში და "უკვდავი პოლკის მსვლელობა" გაიმართება", - წერს "აფსნიპრესი".
ღონისძიებები საზეიმო კონცერტით დასრულება.
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები