ახალი ამბები
მეუფე გრიგოლი სააკაშვილის პატიმრობას რუსეთისთვის მაამებლურად მიიჩნევს
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა რუსეთისთვის მაამებლურია და გარკვეული ჯგუფები მიიჩნევენ, რომ ამ მიზეზით რუსეთი საქართველოს თავს არ დაესხმევა.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ჟურნალისტებთან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს ჰუმანურობის და ანტიჰუმანურობის თემაა.

"მე ვფიქრობ, რომ მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროა,რომ ასეთ ფორმატში და ასეთ თემაზე გვიწევს საუბარი, როცა ეხება საქართველოს პრეზიდენტს. არ მინდა რომელიმე პრეზინდენტს მოუწიოს ასე კიდევ. ზოგადად რაც ხდება ქვაყანაში, საზოგადოებში, ყველა სიმაღლეზე, ბადებს კიდევ უფრო მეტს ურთიერთმიუღებლობას და მეტ სიმძაფრეს და მოლოდინებს აჩენს, რომ როცა კიდევ შეიცვლება ხელისუფლება, ჩვენ შეიძლება ვიხილოთ ასეთივე შურისძიებები, რაც მძიმე წარმოსადგენია. ერთხელ ხომ უნდა გადაიდგას ნაბიჯი, რომ შემოვტრიალდეთ სინათლისკენ, სადაც ერთმანეთს თვალს გავუსწორებთ და ვიქნებით ამტანები და მოწყალენი, რადგან შეუცდომელი არ არსებობს.

ჩემი არით, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს და ეს არის თემა ჰუმანურობის და ანტიჰუმანურობის, ვისაც ეხება, თვითონ გაიგებს და თუ ვინმეზეა დამოკიდებული, პიროვნებებზე, ჯგუფებზე, როგორც ჩანს, ეს თემაა ძალიან მნიშვნელოვანია და მწვავედ დგას.

ჰეროდემ როცა ნახა, რომ იაონე ნათლისმცემლის დასჯა ხალხს მოეწონა და თავი მოკვეთა მას, ხალხის მოწონების შემხედვარემ გადაწყვიტა, პეტრეც დაეჭირა და დაესაჯა, ამით ხალხს მოაწონებდა თავსს. დამაფიქრებელი საკითხია და სადამდე მივიდა ჰეროდე ამ გზაზე, ვნახეთ. ვფიქრობ, ისტორიას უნდა გავუსწოროთ თვალი, მომავლით ვიცხოვროთ და არა წარსულით.

რაც შეეხება ჩვენს მეზობელს, გასაგებია, რომ ეს რთული მოვლენაა და მძიმე შემთხვევაა, მაგრამ ფაქტი და მოცემულობაა. მე ეჭვი მეპარება, ვინმეს ურეკავდეს და უკვეთავდეს სააკაშვილის დასჯას რუსეთის პრეზიდენტი, აქ სხვა ფენომენთან გვაქვს საქმე. ეს არ ნიშნავს, რომ არ უხარია რუსეთს სააკაშვილის ციხეში ყოფნა. ჩემი სუბიექტური აზრით, ეს ფაქტი თითქოს ესიამოვნება ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს და ის აღარ დაგვისხმის თავს. ეს გარდაუვალია, ამას ვერაფერ შეაკავებს, დღეს არა ხვალ, ზეგ იქნება, თუ არ გვექნა პრინციპული პოზიცია საერთოდ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიმართ, ვინაა ის ჩვენთვის - მტერია, მოყვარეა, კეთილმოკეთეა, ძლიერი, მაგრამ კარგი მეზობელია, თუ საიდანაც მოდის ყველაზე დიდი საფრთხეები, მაგრამ ეს პოლიტიკის სფეროა და გაერკვევიან უჩვენოდ. ჩვენი ვალია ვილოცოთ და ვლოცულობთ ყველასთვის, სააკაშვილისთვის, პატიმრებისთვის, კანონი უნდა იყოს ჰუმანური და ევალებათ ყველაზე მეტი ჰუმანურობა კანონის აღმსრულებლებს“, - თქვა მეუფე გრიგოლმა.

ის ასევე გამოეხმაურა რუსეთის პატრიარქ კირილის განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსეთი თავს არასოდეს არავის დასხმია.

„ის, რომ რუსეთი არასდროს არავის დასხმია თავს რომ ეთქვა სასულიერო პირს, იერარქიის წარმომადგენელს, ვიტყოდი, რომ უბირი ადამიანია, ხეპრეა, გაუნათლებელია. როცა ეკლესიის მეთაური ამბობს ამას, ვხედავთ, უსაზღვრო ცინიზმს და რუსული იმპერიული პოლიტიკის გაგრძელებას“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

მან დღეს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.