ახალი ამბები
ფოთში ადგილობრივები მეორე დღეა ეკონომიკურ ზონამდე მისასვლელ გზას კეტავენ
ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში რჩებოდა გაფორმების ეკონომიკური ზონისკენ მიმავალ გზაზე. მათ გადაკეტილი აქვთ როგორც საავტომობილო გასასვლელი, ისე რკინიგზაც. ადგილობრივები პორტის ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთის ღია წესით დამუშავებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საფრთხეშია ახლოს მცხოვრები ადამიანების, მათ შორის ბავშვების ჯანმრთელობაც. ისინი საცხოვრებლის შესაცვლელად ფულად კომპენსაციებს ითხოვენ და მთავრობას სწრაფი რეაგირებისკენ მიუწოდებენ.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ პრობლემის შესახებ ინფორმირებულია შესაბამისი უწყებები და გადადგმულია ნაბიჯები მოქალაქეების ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის. ამასთან, მათივე თქმით, ამ ეტაპზე ფულადი კომპენსაციის თემა არ განიხილება.


ამავე თემაზე: 

შეუძლებელია აქ ცხოვრება - ფოთში მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
30 / აპრილი 2026
სამეგრელოში მეთევზეთა მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა ზებერდე . ზებედობა კი მისი სახელობის გაზაფხულის დღესასწაული იყო, რომელიც თევზაობისა და ნაოსნობის დაწყებამდე იმართებოდა.
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
30 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.