ახალი ამბები
გია ხარჩილავა გადამდგარ მოადგილეზე: აჩვენა უმაღლესი კლასი პოლიტიკაში
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა მისი მოადგილის, ლაშა ზარქუას მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება და მის გადაწყვეტილებას უპრეცედენტოს უწოდებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მერი მადლობას უხდის გადამდგარ პირველ მოადგილეს და წერს, რომ მას დიდი წვლილი მიუძღვის ადგილობრივი არჩევნების შემდგომი პერიოდის წარმატებებში, მათ შორის სხვადასხვა პროგრამების და უშუალოდ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფორმირებაში, რეფორმებსა და თვითმმართველობის მომავალი სტრატეგიის განსაზღვრაში.

"იგი ყოველთვის გამოირჩეოდა პასუხისმგებლობის უმაღლესი ხარისხით, მისთვის უმთავრესი იყო წალენჯიხელი ადამიანი, მოქალაქე, მისთვის მიუღებელი იყო ნებისმიერი მიზეზი, რაც შეიძლებოდა მუნიციპალიტეტის განვითარებას შემაფერხებელი გამხდარიყო. მაგრამ, როცა საქმე პირადულ გადაწყვეტილებას ეხება, დიდი სიმამაცეა საჭირო! ქართული თვითმმართველობის ისტორიაში ეს გახლავთ უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ასეთი მაღალი რანგის საჯარო მოხელემ რეალობას თვალი ჯიუტად გაუსწორა, აიღო პირადი პასუხისმგებლობა და ეს მაშინ, როცა ფული დაბრუნდა და პროგრამა გრძელდება.

დიახ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველაფერი კალაპოტში ჩადგა, მან საჭიროდ ჩათვალა,აიღო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შეფერხებაზე პასუხისმგებლობა და ამით აჩვენა უმაღლესი კლასი პოლიტიკაში! ამას ვერასდროს გაიგებენ სკამს ჩაჭიდებული ჩინოვნიკები და მედროვე კომფორმისტები, ვერასდროს გაიგებენ ბიუჯეტს მიტმასნილი, ჩასაფრებულ ადამიანთა კასტა, ვერასდროს გაიგებენ ისინი,რომელთაც სახელმწიფო მხოლოდ კეთილდღეობის წყარო ჰგონია და არა პასუხისმგებლობის ნაწილი!

მოსახლეობის და მერიის სახელით, მადლობას ვუხდი ლაშას გაწეული მუშაობისთვის, მიღებული მაღალმორალური გადაწყვეტილებისთვის. ამასთან,ის დარჩება იდეალების ერთგული გუნდის წევრად და კიდევ ბევრი სასარგებლო საქმის კეთების თანაავტორად! წალენჯიხის მერია გააგრძელებს უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრებას თვითმმართველობაში, დემოკრატიაში,მოსახლეობასთან ურთიერთობაში, გამჭვირვალობაში, მართვის ხარისხში. ჩვენი ხედვებით და გადაწყვეტილებებით, შევცვლით დამკვიდრებულ სტანდარტებს", - წერს გია ხარჩილავა.

ლაშა ზარქუამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას გუშინ მოაწერა ხელი.

რამდენიმე კვირის წინ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა წალენჯიხაში ჩავარდნის საფრხის ქვეშ იყო, რადგან მერიამ პროექტი საკრებულოს დაგვიანებით წარუდგინა. მოგვიანებით, პროგრამა აღდგა, თუმცა მერიაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელსაც პასუხისმგებელი პირი უნდა გამოეკვეთა.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.