ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპულ მებრძოლს აბაშაში ჩამოასვენებენ
უკრაინაში დაღუპულ 41 წლის გიორგი გრიგოლიას პარასკევს, 10 ივნისს სამშობლოში ჩამოასვენებენ. რადიო "ათინათს" მისმა ახლობლებმა უთხრა, რომ 10 ივნისს გამთენიისას მის ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან, რის შემდეგაც მას აბაშაში დაასვენებენ. რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლს აბაშაში, დედის გვერდით დაკრძალავენ. ცხედარს საქართველოში ვერ მოყვება დაღუპულის მამა, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს და საომარი მოქმედებების ზონაში რჩება.

გიორგი გრიგოლია აფეთქებებს უკრაინაში, დონეცკის ოლქში ემსხვერპლა. შემთხვევა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა ოჯახმა და ახლობლებმა მისი დაღუპვის შესახებ მხოლოდ გუშინ დილით შეიტყვეს. მათივე ინფორმაციით, გრიგოლია წლებია ცოლ-შვილთან ერთად უკრაინაში ცხოვრობდა. ის ომში ბრძოლის დაწყების პირველივე დღეს ჩაერთო.

გრიგოლიას დაღუპვამდე ერთი თვით ადრე, ქალაქ მარიუპოლში, "აზოვსტალის" ტერიტორიაზე რუს ოკუპანტებთან ბრძოლას წარმოშობით ქართველი მებრძოლი 27 წლის ტატო ბიგვავა შეეწირა. დაღუპული ქართველი მებრძოლებიდან ერთ-ერთის, სენაკელი ბახვა ჩიქობავას ცხედრის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება, ალიკა ცაავა კი სამხედრო პატივით რამდენიმე კვირის წინ ზუგდიდში დაკრძალეს. უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს სულ 13 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.