რეგიონი
გაერო-ს მუშაობაში აფხაზეთის მონაწილეობით, მსოფლიოში ნამდვილად არ იქნება მეტი ქაოსი - არძინბა ტოყაევს გამოეხმაურა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ყაზახეთის ლიდერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ის „აფხაზეთის დამოუკიდებლობის  არაღიარების მიზეზებზე“ საუბრობდა.

არძინბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აფხაზეთი სახელმწიფოებრიობის ათასწლიანი ისტორიის მქონე ქვეყანაა“ და აფხაზმა ხალხმა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, დიდი ხანია დაამტკიცა, რომ უფლება აქვს დაიკავოს თავისი ადგილი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში.
„აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების გაფართოებიდან, გაერო-ს მუშაობაში ჩვენი მონაწილეობით, მსოფლიოში ნამდვილად არ იქნება მეტი ქაოსი. აფხაზეთის რესპუბლიკა მშვიდობისმოყვარე სტუმართმოყვარე ქვეყანაა და ჩვენ. ღია ვართ დიალოგისთვის ყველა ქვეყანასთან, რომელიც პატივს სცემს ჩვენს პოზიციას, მაგრამ ჯობია, ჩვენი უფლებები არ დაირღვეს“, - აღნიშნა არძინბამ.

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ყაზახეთი არ ცნობს ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მონაწილეობდა.
დისკუსიის მოდერატორის, RT-ის მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის შეკითხვაზე, თუ როგორ უყურებს ყაზახეთი ე.წ. სპეცოპერაციას უკრაინაში, მან უპასუხა, რომ ყაზახეთში უკრაინის ომზე განსხვავებული თვალსაზრისი არსებობს, რადგან ქვეყანაში განვითარებული სამოქალაქო საზოგადოებაა.

დონბასის სეპარატისტულ რესპუბლიკებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ გაეროს წესდების ორი ძირითადი პრინციპი - ერთა თვითგამორკვევის უფლება და სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობა - ერთმანეთს დაუპირისპირდა.

„გამოთვალეს, რომ თუ ერთა თვითგამორკვევის უფლება მთელ მსოფლიოში განხორციელდება, მაშინ დედამიწაზე 193 სახელმწიფოს ნაცვლად 500-600-ზე მეტი სახელმწიფო წარმოიქმნება. ეს იქნება ქაოსი. ამის გამო ჩვენ არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც სამხრეთ ოსეთს და არც აფხაზეთს არ ვაღიარებთ. ეს პრინციპი გავრცელდება კვაზი სახელმწიფოებრივ ტერიტორიებზეც, რომლებიც, ჩვენი აზრით, არის ლუგანსკი და დონეცკი“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

მისი სიტყვები პოლემიკას ჰგავდა რუსეთის პრეზიდენტთან, რომელმაც ცოტა ადრე თქვა, რომ ლუგანსკის და დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებს უკრაინის მთავრობისთვის „ნებართვა“ არ უნდა ეთხოვათ. პუტინმა კოსოვოს მაგალითი მოიყვანა, წერს „ეხო კავკაზა“.

პუტინმა, თავის მხრივ, ყაზახეთს მოძმე ქვეყანა უწოდა და თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლება ისე რომ მოქცეულიყო, როგორც ყაზახეთის მთავრობა ნურ-სულთანში, არ ჩატარდებოდა „სპეციალური ოპერაცია“ და შესაძლოა, არ მომხდარიყო ყირიმის ანექსია.

ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" მიმდინარე წლის მარტში აღიარა.

მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ სოხუმმა და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ "დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და ნოტები გაცვალეს".

26 თებერვალს, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას დონბასის სეპარატისტული ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი".

საქართველოს ორი რეგიონის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის " დამოუკიდებლობა" სირიამ 2018 წელს, მანამდე, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა, იმავე წლის სექტემბერში კი ნიკარაგუამ აღიარეს. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ვენესუელამ და ნაურუმ ცნეს.

Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, დოკუმენტური ფილმის ,,დიდება დედოფალს‘‘ ჩვენება გაიმართა.
ზუგდიდში 2022-2023 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა.
ქალაქის მთავარ დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ გასული წლის მარტ-აგვისტოში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნების მიზეზით ხუთი უმსხვილესი ეკონომიკური აგენტი დააჯარიმა. ამის შესახებ
დღის სიახლეები
23 / სექტემბერი 2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლის აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა მისი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, კავკასიაში.
22 / სექტემბერი 2023
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, სასამართლოს განცხადებით მიმართა და დავის განხილვის ვადით, ბალდის კანიონის ტერიტორიაზე კერძო კომპანიის მიერ სამუშაოების შეჩერება მოითხოვა.
22 / სექტემბერი 2023
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც მესტიაში, პირველი იანვრის ღამეს მომხდარ მკვლელობაში მონაწილეობასა და რამდენიმე სხვა დანაშაულს ედავენოდნენ, მკვლელობის მცდელობის ეპიზოდში გაამართლა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.