ახალი ამბები
ფერმერებს თხილის ბაღებში სიდამპლის, ნაცრისა და ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობების დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებენ
სურსათის ეროვნული სააგენტო და თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ფერმერებს აგროღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარებისკენ მოუწოდებენ. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ დასავლეთ საქართველოში გადაუღებელი წვიმების გამო, ბოლო კვირების განმავლობაში, შეფერხებით მიმდინარეობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრევენციული წამლობები. ასევე უამინდობის გამო ფერმერებმა ვერ შეძლეს თხილის ბაღებში შესვლა და სიდამპლის, ნაცრისა და ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობების ჩატარება.

"არსებული პროგნოზით, 3 ივლისიდან მოსალოდნელია ამინდის გამოდარება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი სრულად არის მობილიზებული და გააგრძელებს ფართობების დამუშავებას მავნებლის საწინააღმდეგოდ. თუმცა, საკმაოდ მაღალია რისკი, რომ ფაროსანა, წვიმების შედეგად განვითარებული ნაცარი (სოკო) და სიდამპლე, თხილის მოსავალს მნიშვნელოვნად დააზიანებს, თუ არ მოხდა ფერმერების სათანადო ჩართულობა.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია მიმართავს და მოუწოდებს ფერმერებს გამოიყენონ სპეციალისტების მიერ რეკომენდებული შესაწამლი პრეპარატები და ე.წ. მიმწებებელი დანამატი, რომელიც ხელს უწყობს წამლობის ეფექტურობის ზრდას წვიმიან ამინდში. მოსავლის აღებამდე, სავალდებულოა 3 წამლობის ჩატარება ფაროსანას, სიდამპლის და ნაცარის საწინააღმდეგოდ (ივლისის დასაწყისში და 10-12 დღის შუალედში ივლისის ბოლო-აგვისტოს დასაწყისამდე). ასოციაციის აგროკონსულტანტები მზად არიან ჯგუფის წევრებს საგანგებო რეჟიმში გაუწიონ მომსახურება - მიაწოდონ ინფორმაცია პრეპარატების შესახებ და დაეხმარონ მათ შეძენაში.

ასოციაცია მოუწოდებს ფერმერებს შეუფერხებლად განახორციელონ აგროღონისძიებები, იმისათვის რომ შეინარჩუნონ გასულ წლებში მიღებული მაღალი ხარისხის მოსავალი. უხარისხო და დაზიანებული თხილის ფასი ნებისმიერ სეზონზე იქნება დაბალი და პირდაპირ აისახება ფერმერების შემოსავლებზე", - ნათქვამია განცხადებაში.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.