უშგულის გზაზე მიწის ჩამოშლის გამო აკრძალული მოძრაობა აღდგენილია
მესტიაში, კალა- უშგულის დამაკავშირებელ ტერიტორიაზე ე.წ. “დევის ნაშენის” მონაკვეთზე მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა და გზა ჩაკეტა.
მოძრაობა ორივე მიმართულებით შეჩერებული რამდენიმე საათის განმავლობაში იყო.
დილიდან ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა, მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა.
ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია.
ფოტო: მესტიის მუნიციპალიტეტის მერია
მასალის გამოყენების პირობები