ახალი ამბები
კვლევა: მამხილებელი დოკუმენტები მტკიცებულებაა ია კერზაიაზე განხორციელებული ზეწოლის საქმეში
ორი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც სუს-ის ყოფილი უფროსის სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადდა, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საქმეცაა ნახსენები. კვლევაში ერთ-ერთ თავად მოცემულია საარჩევნოდ საჯარო სკოლის დირექტორების პოლიტიკური დოსიეების შექმნა და საკადრო პოლიტიკა, რომლის მასალები, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, დამატებით მტკიცებულებად უნდა იქნას განხილული ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიაზე განხორციელებული ზეწოლის ნაწილში.


"2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურებს შორის პერიოდში ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში არაგეგმიური ინსპექტირება ჩატარდა. ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე სკოლის სამეურვეო საბჭოს სკოლის დირექტორის, ია კერზაიას უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის რეკომენდაცია მიეცა. თავად ია კერზაია აღნიშნულ ინსპექტირებას პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებდა და ამის შესახებ საჯაროდ რამდენიმე ფორმატში განაცხადა. სატელევიზიო კომენტარში ია კერზაია აცხადებდა, რომ მას პირად საუბარში დაავალეს სკოლის პედაგოგებთან სალომე ზურაბიშვილის სასარგებლო აგიტაცია, რაც არ გააკეთა. სამინისტროს მიერ ჩატარებულ არაგეგმიურ ინსპექტირებას კერზაია ამ მოვლენების გამო მისი დასჯის ღონისძიებად განიხილავდა.


2 დეკემბერს ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. 9 დეკემბერს იგი გარდაიცვალა. ია კერზაიას ოჯახის წევრების განცხადებით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მანამდე არ ჰქონია. 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე სკოლებზე არსებული ზეწოლის შესახებ ეჭვებს აღრმავებს ის გარემოება, რომ ამ წელს განხორციელებული 7 ინსპექტირებიდან 6 ინსპექტირება მოქალაქეთა განცადებების საფუძველზე ჩაატარა. ექვსივე განცხადება პირველსა და მეორე ტურებს შორის პერიოდში, ნოემბრის თვეშია რეგისტრირებული. აქვე, აღნიშნული განცხადებები სამი განცხადების შინაარსი და ფორმა ერთმანეთს ჰგავს. ია კერზაიას საქმის პარალელურად, 2018 წელს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულებზე ზეწოლის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. პედაგოგებსა და ბაგა-ბაღებში დასაქმებულებს ზემდგომი პირები თუ მმართველი პარტიის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას თუ მის სასარგებლოდ აგიტაციას ავალებდნენ", - აღნიშნულია კვლევაში.



ამავე თემას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია. ის აპირებს, რომ დასკვნის დეტალურად შესწავლის შემდეგ პროკურატურას "ახლად გამოვლენილი გარემოების გამო გამოძიების განახლების მოთხოვნით" მიმართოს. აქვე შენგელია დასძენს, რომ ხელისუფლებისა და პროკურატურისგან პოზიტიური მოლოდინი არ აქვს.

"ეს, როგორც იტყვიან, ოქმისთვის, დანარჩენს დრო გვანახებს... ამ ყველაფერზე სამ წელიწადზე მეტია ვსაუბრობ, უამრავი მტკიცებულება მაქვს წარდგენილი, რომლიც ამ ხელისუფლების დანაშაულებრივ სქემას ამხელს, თუმცა ჩემთვის მაინც მძიმე იყო ამ ჩანაწერების წაკითხვა. ზუსტად ასეთი ჩანაწერების გამო მიიყვანეს ია სიკვდილამდე - ,,პარტიის მოსაზრება'' უარყოფითი. სწორედ ამ საკრალურ ჩანაწერს შესწირეს ადამიანის სიცოცხლე და ვინ იცის რამდენი ადამიანის ჯანმრთელობა, ან კეთილდღეობა. აი, ამ დამნაშავე ხელისუფლებისგან ველოდებით ჩვენ ხან რაღაც პუნქტების შესრულებას, ხან სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ხან კიდევ სასამართლო რეფორმის განხორციელებას. განა ჩვენც ნორმალურები ვართ?!

ამ ყველაფრის ავტორი და შემსრულებელი უნდა დაისაჯოს უმკაცრესად, თუ გვინდა, რომ ოდესმე ჩვენ სახელმწიფო გვქონდეს. თითოეული მეილის ავტორი და ადრესატი... პ.ს. ვისაც ჰქონია, რომ ეს იას საქმეზე ჩადენილი დანაშაული ვინმეს შერჩება, ძალიან ცდებით. როგორც ხედავთ ხელისუფლების მიერვე შექმნილი მტკიცებულებები და ჩანაწერები არსებობს, თან დარწმუნებული ვარ ეს ზღვაში წვეთია. ურმით, მაგრამ აუცილებლად მოვა, დაელოდეთ", - წერს შენგელია.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" და "სამართლიანმა არჩევნებმა" შეისწავლეს დოკუმენტაცია, რომლებიც სავარაუდოდ მმართველი პარტიის - "ქართული ოცნების" მიერ შექმნილი ელექტრონული ფოსტის 2018-2019 წლების კორესპონდენციასა და 2020 წლით დათარიღებულ დოკუმენტაციას მოიცავდა. ამასთანავე, საჯარო ინფორმაციის მეშვეობით გადამოწმდა დოკუმენტებში არსებული გარკვეული მონაცემები. ორი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა, რომლითაც მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების საარჩევნო/პარტიული მიზნებით გამოყენება.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვა მიმდინარეობს.
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
25 / აპრილი 2024
დიდმარხვის მეხუთე კვირადღე ანუ ბზობის წინა კვირა სამეგრელოში ცნობილია ,,აიობის“ სახელწოდებით.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 32 °C
img
სოხუმი 26 °C
img
ფოთი 26 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.