ახალი ამბები
წალენჯიხა ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით ორნახევარ მილიონზე მეტს მიიღებს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ცენტრალური ბიუჯეტის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დამატებით 2 650 000 ლარი გადაეცემა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ განაცხადა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუბერნატორი, მოადგილესთან და რეგიონული პროექტების სამსახურის უფროსთან ერთად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას და ამავე მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს შეხვდა. შეხვედრაზე მათგამოყოფილი თანხით დასაფინანსებელი პროექტები განიხილეს, რაც, ძირითადად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისკენ იქნება მიმართული.

"რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს დამატებით გამოეყოთ თანხები, პროექტების განსახორციელებლად. რა თქმა უნდა, გამონაკლის არც წალენჯიხა წარმოადგენს და ამ მუნიციპალიტეტისთვის გამოიყო რამდენიმე მილიონი. ერთობლივად განვიხილეთ, ყველა ის პროექტი, რომელიც მიჩნეული იქნა საბოლოო ჯამში პრიორიტეტულად წალენჯიხის მოსახლეობისთვის და რომლის დასაფინანსებლადაც ეს თანხა იქნება გამოყენებული" - განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.



ამავე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილ თანხებს.

"გამოყოფილი თანხით ფინანსდება ექვსი პროექტი, საუბარია ოთხ ახალ და ორ გარდამავალ პროექტზე, რომელიც დაფინანსდება მიმდინარე წელს და ძალიან მნიშვნელოვნად წაწევს წინ საგზაო ინფრასტრუქტურას. ასევე განვიხილეთ სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი და აქაც ოპერატიული რეაგირება იყო მთავრობის მხრიდან და მოსახლეობა ამ სერვისებს ხარისხიანად და სწრაფად მიიღებს" - განაცხადა წალენჯიხის მერმა გიორგი ხარჩილავამ.

ივნისის ბოლოს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტი 1 მილიონამდე ლარს მიიღებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.