ახალი ამბები
შსს-მ თაღლითობის და მითვისების ფაქტებზე 12 პირი დააკავა, მათ შორის რამდენიმე სამეგრელოში
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარის რეგიონში 12 პირი დააკავეს, ხოლო 6 პირს ბრალი წარედგინა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით ერთმანეთზე გააფორმეს ლიზინგის ხელშეკრულებები, შეცდომაში შეიყვანეს სალიზინგო კომპანიის წარმომადგენლები, შემდეგ კი არც ერთი გადახდა არ განუხორციელებიათ კომპანიის მიმართ და არც მანქანები დაუბრუნებიათ სალიზინგო კომპანიისთვის.

"წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობის და მითვისების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1997 წელს დაბადებული თ.თ., 1987 წელს დაბადებული ა.ჩ., წარსულში ნასამართლევი 1976 წელს დაბადებული კ.დ., 1997 წელს დაბადებული ა.ფ., 1997 წელს დაბადებული ი.ჩ., წარსულში ნასამართლევი 1995 წელს დაბადებული ა.ს., 1992 წელს დაბადებული შ.შ., 1985 წელს დაბადებული გ.გ., წარსულში ნასამართლევი 1984 წელს დაბადებული უ.ბ., 1995 წელს დაბადებული ხ.კ., 1994 წელს დაბადებული ზ.ხ. და წარსულში ნასამართლევი 1996 წელს დაბადებული პ.მ.

ამავე ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ: 1988 წელს დაბადებული ც.ნ., 1978 წელს დაბადებული თ.ქ., 1991 წელს დაბადებული თ.ჩ., 1972 წელს დაბადებული ქ.თ., 1984 წელს დაბადებული ი.თ. და 1990 წელს დაბადებული მ.თ.

ბრალდებულები, დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 20-მდე ავტომანქანას, სალიზინგო კომპანიას კი 200 000 ლარამდე მატერიალური ზიანი მიაყენეს", - ვკითხულობთ შს სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქათველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას და მითვისებას, რამაც დიდ ოდენობით ზიანი გამოიწვია. დანაშაული 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.