ახალი ამბები
თბილისის კლინიკაში გარდაცვლილი სენაკელი ბავშვის ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს
თბილისში, უროლოგიის ეროვნულ ცენტრში გარდაცვლილი 7 წლის სენაკელი ბავშვის ოჯახის წევრები მომხდარში კლინიკას ადანაშაულებენ. გარდაცვლილის დედის მაია ინჯგიას ინფორმაციით, ბიჭი საოპერაციოდ მზად იყო და შესაბამისი კვლევები არსებობდა. დედა ამბობს, რომ ბავშვს ნარკოზის ზედმეტი დოზა გაუკეთეს.

"კარგად გრძნობდა თავს. მე მასთან ვიყავი. როცა შეიყვანეს და ნარკოზი გაუკეთეს, უცებ მითხრა, ვიხრჩობიო. მე გამომიყვანეს და მითხრეს, რომ ასე იცის ნარკოზმა. ორი ოპერაცია აქვს გადატანილი და არასდროს პრობლემა არ ჰქონია",- ამბობს მაია ინჯგია.

მისივე თქმით, ექიმებმა მას უთხრეს, რომ პაციენტი ქირურგიული ოპერაციის დროს გართულებით გარდაიცვალა, თუმცა დედა ამტკიცებს, რომ ბავშვისთვის ოპერაცია არ გაუკეთებიათ.

7 წლის ბიჭს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა, ოჯახი გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. საკითხზე მოკვლევა დაიწყო რეგულირების სააგენტომ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.