ახალი ამბები
Сovid-19 - ინფიცირების შემთხვევები მთელს აფხაზეთში დაფიქსირდა
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები რესპუბლიკის თითქმის ყველა რეგიონში დაფიქსირდა. ამასთან დაკავშირებით, სოხუმში კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა. ინფორმაციას "ჯანდაცვის სამინისტროს" პრესსამსახური ავრცელებს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის ედუარდ ბუტბას თქმით, საჭიროების შემთხვევაში გუდაუთის ცენტრალური აავადმყოფოს მთავარ კორპუსში ისევ გახსნიან შესაბამის განყოფილებას და მოამზადებენ კონსოლიდირებულ სამედიცინო გუნდებს, თუმცა, ჯერჯერობით, მხოლოდ ინფექციური განყოფილება იღებს კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს. მანვე აღნიშნა, რომ ძირითადად, ომიკრონის შტამი ცირკულირებს, რომელიც მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს.

მედიკამენტებითა და სამედიცინო უზრუნველყოფის სამართველოს უფროსმა ახრა აჯბამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ "ჯანდაცვის სამინისტროს" აქვს მედიკამენტების მარაგი და პირადი დამცავი აღჭურვილობა გუდაუთის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს და რეგიონებში PCR ტესტირების პუნქტების უზრუნველსაყოფად. აქვე განმარტა, რომ კვლევისთვის  ჩასატარებლად, საჭიროა ექიმის მიმართვა ან დაავადების გამოხატული სიმპტომები. კარანტინი კი 14 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს, ხოლო განმეორებითი ტესტი საჭირო არ იქნება.

25 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 141 ახალი შემთხვევა აღირიცხა. ინფორმაციას ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე სტაციონარულ მკურნალობას 20 პაციენტი გადის.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.