ახალი ამბები
გახარიას პარტიიდან წასული დეპუტატი ხობში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს
ხობში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს ნუგზარ შუშანია, რომელმაც გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" დატოვა. როგორც მან რადიო "ათინათს" უთხრა, ამ პოსტზე "ქართული ოცნების" დეპუტატების მხარდაჭერით დაინიშნა.

გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

"ვაგრძელებ მუშაობას როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი. 21-მა წევრმა დამიჭირა მხარი, მათ შორის, მმართველის ძალის და გახარიას პარტიიდან წასულმა დეპუტატებმა", - განმარტა შუშანიამ.

რაც შეეხბა პარტიიდან მისი წასვლის მიზეზებს, დეპუტატმა ამის შესახებ სოციალრ ქსელში დაწერა.

"ვტოვებ პარტია საქართველოსთვის და ხობის ამავე სახელწოდების ფრაქციას. მიზეზი გიორგი გახარიას და მისი გუნდი ბოლო დროინდელი განცხადებები და ქმედებებია, რომელიც, ფაქტობრივდ, ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივს, მეტიც, ავსებს ნაც.მოძრაობას და ეხმარება მას. ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ებრძოდა "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმს, პირადად მე და ჩემი ოჯახი მათგან არაერთი ზეწოლის, დაშინების და გატაცების ობიექტიც კი ვიყავით - არაფერი მესაქმება პოლიტიკოსების იმ ჯგუფთან, რომელიც ქვეყნის ინტერესები, საკუთარი ღირსება გაყიდა და შეუერთდა პარტიას, რომელიც ამ ქვეყანაში ყველაზე დიდ უბედურებსთან, ქვეყნის ღალატთან და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან ასოცირდება", - წერს შუშანია. 

ხობის საკრებულოს ორმა წევრმა ნუგზარ შუშანიამ და მაკა ჩარტიამ გიორგი გახარიას პარტია დატოვა.

გუშინ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, საკრებულოს წევრები "ქართულმა ოცნებამ" მოისყიდა და გადაიბირა. პარტიის გადაწყვეტილებით კი, ორივე მათგანი გაირიცხა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2026 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.