ახალი ამბები
სკორიკი გამოჩნდა - ის აფხაზეთიდან გამგზავრების მიზეზებზე საუბრობს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა დუმილი დაარღვია. საინფორმაციო სააგენტო "აიაშარას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, მედიკოსი ადასტურებს, რომ რუსეთში გამგზავრებამდე, უწყებაში მართლაც ჩატარდა ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის აუდიტი. თუმცა, როგორც ის ამბობს, ეს მხოლოდ "ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის, ედუარდ ბუთბას ინტერესებს უკავშირდება, რომელიც აფხაზეთში მედიცინის კომერციულ რელსებზე გადაყვანას გეგმავს". მისი მტკიცებით, პრობლემა იმაშია, რომ ამ ყველაფერს ბუთბა, "სახელმწიფო სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის უფროსის გზიდან ჩამოშორების გარეშე" ვერ გააკეთებს, ამიტომაც დაიწყო მისი (სკორიკის) "დევნა" ყველა მიმართულებით. კერძოდ, მან ისაუბრა მის კაბინეტში განხორციელებულ ჩხრეკაზე და "სუს-ის უხეშ კომუნიკაციაზე მის თანამშრომლებთან".

სკორიკი ირწმუნება, რომ 22 ივლისს მან დაწერა განცხადება "ჯანდაცვის სამინისტროს" ხელმძღვანელის სახელზე, სადაც ნათქვამია, რომ ოჯახური მიზეზების გამო შვებულებაში მიდიოდა და რუსეთის ფედერაციაში მიემგზავრებოდა. ამ დროს, მისი თქმით, მისი უწყების საქმიანობის ოფიციალური აუდიტი დასასრულს უახლოვდებოდა და ფინანსურ საქმიანობაში სერიოზული დარღვევები არ გამოვლენილა.

სკორიკის თქმით, მისი გაუჩინარების შესახებ შეტყობინებისას "ჯანდაცვის სამინისტროს" მისი შვებულების შესახებ არაფერი უხსენებია, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შტატგარეშე თანამშრომლებმა დაიწყეს სოციალურ ქსელებში მის მიერ "მოპარული მილიონების შესახებ" წერა. ასევე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მასთან შემოდიოდა ზარები საქართველოდან, ხოლო ჟენევაში მოგზაურობის ფარგლებში, "ის ხვდებოდა ქართველებს და ამორალურად იქცეოდა, გარდა ამისა, ის საქართველოდან იღებდა ჰუმანიტარულ დახმარებას და აღჭურვილობას".

ლუდმილა სკორიკის თქმით, მისი პიროვნების მაკომპრომეტირებელი მასალების გავრცელების შემდეგ, მან ახსნა-განმარტებებისთვის "პრემიერ-მინისტრს და ჯანდაცვის სამინისტროს" მიმართა წერილობით, თუმცა პასუხი არ მიუღია.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის განაცხადებით, "აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმი ლუდმილა სკორიკი ეჭვმიტანილია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის ქონების მიტაცებაში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით".

აფხაზური მედიის თანახმად, ის ფაქტი, რომ ლუდმილა სკორიკი სამუშაო ადგილზე 25 ივლისიდან არ იმყოფებოდა, აგვისტოს დასაწყისში გახდა ცნობილი. აფხაზეთის "ჯანდაცვის სამინისტრომ" მაშინ განაცხადა, რომ შიდა შემოწმებას ატარებდნენ.

8 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 25 ივლისიდან სამუშაო ადგილზე რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმის, ლუდმილა სკორიკის არყოფნის გამო შიდა შემოწმებას ატარებდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.