ახალი ამბები
სვანური ენა, ენერგოდამოუკიდებლობა, სვანური სამართალი - პრეზიდენტის აქცენტები მესტიაში
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მესტიაში სვანური ენის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა და ადგილობრივებს უთხრა, რომ სვანური ენა საქართველოს სჭირდება.

"სვანური ენა აუცილებლობაა, რომ დარჩეთ და იყოთ, რაც ხართ. ის სჭირდება საქართველოს, რადგან რეალურად ჩვენი კულტურა და ქართული ენა დიდწილად, სწორედ, სვანურ ენაზეა დაფუძნებული და თუ აღარ ისაუბრებთ სვანურად თქვენ, ჩვენც დავკარგავთ ამ ძალიან დიდ და მდიდარ ენას. ქვეყანას, რომელსაც აქვს ასეთი მდიდარი სამი ენა, როგორ შეიძლება არ ვიამაყოთ, გარეთ არ გავიტანოთ და ჩემთვის გაუგებარი და უაზრო შიშებიდან გამომდინარე არ განვავითაროთ ის, რაც გვაქვს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ზურაბიშვილმა ენერგოდამოუკიდებლობასა და ამ მიმართულებით სვანეთის პოტენციალზე ისაუბრა.

„ყველამ ვიცით, რომ საქართველო დიდწილად სვანეთზეა დამოკიდებული. ვიცით, რომ ენერგეტიკა ჩვენი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. თუ ჩვენ ამ კუთხით არ ვიქნებით დამოუკიდებლები, ჩვენ საერთოდ ვერ ვიქნებით დამოუკიდებელი და ეს ძალიან კარგად ჩანს თუ დღევანდელ მოვლენებს და ევროპის მდგომარეობას შევხედავთ, რომელიც იძულებულია დაჩქარებული ტემპით მონახოს ენერგეტიკის ალტერნატიული წყაროები, ვხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თავისუფლების შენარჩუნებისთვის, სვანებისთვის და ყველა ქართველისთვის", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა სვანურ სამართალზეც გაამახვილა ყურადღება. ზურაბიშვილი ამბობს, რომ სვანური ტრადიციები სასამართლო რეფორმის მიმართულებით აუცილებლად გამოსაყენებელია.

,,სასამართლო რეფორმისას, რომელიც ერთ-ერთი მთავარი საკითხია ჩვენს ევროპულ გზაზე, საჭიროა გავიხსენოთ სვანეთში არსებული ტრადიციები და გამოვიყენოთ სვანური სამართლის ძეგლები. მედიატორების ინსტიტუტი იძენს ახალ მნიშვნელობას და ძალიან პოპულარულია. აქ სვანებმა თავიანთი თავი და იდენტობა უნდა გამოიჩინონ", - დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ასევე სვანეთში ტურიზმისა და სპორტის განვითარებასაც გაუსვა ხაზი.

ეს განცხადებები პრეზიდენტმა მესტიაში გააკეთა, სადაც ტაძრის საგანძურის მცველები, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორის მოადგილე და უშგულის მუზეუმის თანამშრომელი ღირსების მედლით დააჯილდოვა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2025
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
08 / ივლისი 2025
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.