ახალი ამბები
ანაკლიაში პორტის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის ეტაპები განისაზღვრა - მინისტრი
მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც განისაზღვრა „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის შესახებ“ პროექტის განხორციელების ეტაპები. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდნენ. დავითაშვილმა განმარტა, რომ მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დასაწყებად საკონსულტაციო ჯგუფებს დაიქირავებს.


„იცით, რომ სამინისტროში არსებობს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო. სააგენტოსთან მუშაობის შედეგად ჩვენ მოვამზადეთ საჯარო თანამშრომლობის კანონმდებლობის შესაბამისად განსახორციელებელი სამუშაოები. კერძოდ, ეს კანონმდებლობა ითვალისწინებს რამდენიმე ეტაპს, მათ შორის ეს არის პროექტის იდენტიფიცირება, შემდგომში ინიცირება, მომზადება, კერძო პარტნიორის შერჩევა, პროექტის განხორციელების შემდგომი შეფასება.

ანაკლიის პროექტი, ამ კანონმდებლობის ამოქმედებამდე იყო ინიცირებული. მაშინ გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა ინვესტორის შერჩევასთან დაკავშირებით, 2014-2016 წლებში. შესაბამისად, ჩვენ უკვე ახალი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოვახდინოთ პროცედურების გავლა, მაგრამ ჩვენი შეფასებით, იდენტიფიცირების და ინიცირების ეტაპები გავლილია. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია, მაქსიმალურად მოკლე დროში პროექტის განსახორციელებლად დავაჩქაროთ პროცესი და პირდაპირ დაიწყოს კერძო პარტნიორების შერჩევის ეტაპიდან. ამისთვის ჩვენ გვჭირდება, რომ შერჩევის პირობები იყოს მაღალ დონეზე მომზადებული.

აქედან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება – სამინისტროს მიეცა საშუალება, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი ან ჯგუფები დავიქირაოთ ამ პროცესში მონაწილეობისთვის. იცით, რომ ბევრი სამუშაო უკვე გაკეთებულია. კონკრეტული მაღალი დონის საპროექტო სამუშაოები ჩატარებულია, რაც ხელმისაწვდომია. ასევე ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანიის, MTBS მიერ 2021 წელს ჩატარდა ეკონომიკური კვლევა, მათ შორის მოხდა ღრმაწყლოვან პორტზე ტვირთნაკადების პროგნოზის შეფასება, ალტერნატიული სცენარების კონკრეტული გაანალიზება, ასევე ფინანსური და ბიზნესმოდელების გაანალიზება და განახლება. ვფიქრობთ, დღეს ხელთ გვიჭირავს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სწორად ჩამოვაყალიბოთ პირობები და ასევე შევარჩიოთ სწორი პარტნიორი პროექტის განვითარებაში.

ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად იყოს განსაზღვრული მოდელი, რა ფორმით იქნება სახელმწიფოს მხრიდან, ანუ საჯარო მონაწილეობა პროექტის განხორციელებაში. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ პროექტი წარმატებულად განხორციელდეს და მივიღოთ ის შედეგი, რაც ყველას გვინდა. გვინდა, გვქონდეს თანამედროვე საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებას ემსახურება, ქვეყნის ინტერესებს ემსახურება და ტვირთნაკადს საქართველოს კორიდორში კიდევ უფრო გაზრდის. ასევე მოგვცემს საშუალებას, მეტი დამატებითი ღირებულება შევქმნათ და ლოგისტიკური ოპერაციები ვაწარმოოთ. შესაბამისად, ჩვენ სწორად უნდა ჩამოვაყალიბოთ პირობები და სწორი პარტნიორი შევარჩიოთ ამ პროცესში. დაინტერესება საკმაოდ დიდია. მიმდინარე წელს გვქონდა არაერთი შეხვედრა, მათ შორის ეს იყო ძალიან მსხვილი აბუდაბის პორტების წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელიც ადგილზე გაეცნო პროექტს. დღესაც გვაქვს სპარსეთის ყურის რამდენიმე დელეგაციასთან შეხვედრები და განხილვები. ასევე იცით, რომ მთელი რიგი ვიზიტები იყო ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რომლებსაც ასევე აინტერესებდათ ეს პორტი და საპორტო ინფრასტრუქტურა ზუსტად შუა დერეფნის ინტერესებს ემსახურება. შესაბამისად, ვფიქრობთ, ეს მოსამზადებელი ეტაპი სამინისტრომ წარმატებით ჩაატარა, რათა გადავიდეთ ახალ ეტაპზე და მოვამზადოთ ინტერესთა გამოხატვის უკვე ფორმალური პროცედურები“, – განაცხადა დავითაშვილმა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დღის სიახლეები
02 / დეკემბერი 2024
ზუგდიდის მე-4 სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეების ნაწილი დღეს სკოლის ეზოში შეიკრიბა. მათ გამოფენილი ჰქონდათ ევროკავშირის დროშები და ხელში ეჭირათ პროევროპული შინაარსის პლაკატები.
02 / დეკემბერი 2024
წალენჯიხის რაიონის ქალაქ ჯვარის მელიტონ ქანთარიას სახელობის N3 საჯარო სკოლის მე-10, მე -11 და მე - 12 კლასის მოსწავლეები სოლიდარობას უცხადებენ პროეტსტის მონაწილეებს და უარს ამბობებენ სკოლაში გამოცხადებაზე.
02 / დეკემბერი 2024
საქართველოს სასწავლო ცენტრის სკოლა ჯი ელ სის ზუგდიდის განყოფილების მოსწავლეებმა საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიება გააუქმეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის თანახმად, ღონისძიებისთვის განკუთვნილი თანხა მოხმარდება საქველმოქმედო მიზნებს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.