ახალი ამბები
სოხუმმა აფხაზეთში FAO – ს პროექტი დახურა და საფრანგეთის მოქალაქე "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საფრანგეთის მოქალაქე ტიფენ ლუკასი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა "სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების" გამო. ამის შესახებ ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა.

მისი თქმით, ლუკასი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთ-ერთ პროგრამას ხელმძღვანელობდა, რომელიც გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოეში, რუსეთის სამხედრო ბაზის სიახლოვეს ხორციელდებოდა.

აფხაზეთში FAO - ს ( გაეროს სპეციალიზებული სააგენტოა, რომელიც შიმშილის წინააღმდეგ საბრძოლველად საერთაშორისო ძალისხმევას უდგას სათავეში) მიზანი აფხაზური ვაზის ჯიშების განვითარება იყო.

არძინბს მტკიცებით, ლუკასი სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებით იყო დაკავებული. მისივე იფორმაციით, ის ადრე საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და ასევე მსახურობდა საფრანგეთის სამხედრო ატაშედ თბილისში.
არძინბას განცხადებით, ლუკასის ქმედება აფხაზეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხედ განიხილება.

"ამასთან დაკავშირებით მიღებულია შემდეგი გადაწყვეტილება: აკრძალოს ამ პროექტის განხორციელება გაერთიანებულ რუსულ ბაზასთან, რომელიც ჩვენი უსაფრთხოების გარანტიაა", - განაცხადა მან.

არძინბას ინფორმაციით, ლუკასმა აფხაზეთის ტერიტორია უკვე დატოვა. ის დასძენს, რომ "აფხაზეთში მომუშავე" საერთაშორისო ორგანიზაციები მის "სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს არ აღიარებენ".

"ჩვენ მათ ვუჩვენებთ, რა არის აფხაზეთის სახელმწიფო", - განაცხადა მან.

მიმართვაში არძინბამ თქვა, რომ მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონის შემუშავებისა და მიღების იდეას.

"ეხო კავკაზას" თანახმად, FAO-ს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ წარმომადგენლობაში ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ინალ არძინბამ მაისში დახურა საერთაშორისო ორგანიზაცია "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" პროექტი, რომელიც უკავშირდება ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესებას ინკლუზიური განვითარების გზით.

მაშინ "საგარეო უწყებაში" განაცხადეს, რომ "უშიშროების სამსახურთან" ერთად გამოავლინეს ფაქტები, რომლებიც პროექტის შესახებ მოწოდებულ მონაცემებსა და მის ფარგლებში ჩატარებულ აქტივობებს შორის შეუსაბამობაზე მიუთითებდნენ.

კერძოდ, არძინბამ თქვა, რომ მათთვის მიუღებელია ის პროექტები, რომლებიც აფხაზებისა და ქართველების პირდაპირ დიალოგს უწყობს ხელს, მათ შორის, ექსპერტებისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

31 წლის ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა.

არძინბა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო, 2014-2018 წლებში ის "დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტში" მუშაობდა, სადაც უკრაინის განყოფილებას, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ურთიერთობას კურირებდა.

ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქ კირილესთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2025
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
08 / ივლისი 2025
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.