ახალი ამბები
ერთი მინისტრი საქართველოდან მომდინარე ომის საფრთხით გვაშინებს, მეორე კი Duty Free-ს ხსნის ენგურზე - აფხაზი ეკონომისტი
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ენგურის ხიდთან  Duty Free-ს მეორე მაღაზია გაიხსნება. ეს არის მეხუთე უბაჟო სავაჭრო, რომლის მოწყობის ნებართვაც გასცა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე. სამი მათგანი "რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე" ფსოუს საგუშაგოსთან მოქმედებს, ერთი კი ენგურის ხიდთან არსებულ საკონტროლო - გამშვებ პუნქტთან, წერს "ეხო კავკაზა".

აფხაზი ეკონომისტი ახრა არისთავა თვლის, რომ სასაზღვრო ზონაში მსგავსი მაღაზიების გახსნა მიზანშეწონილი არ არის. ის დარწმუნებულია, რომ "მაღაზიებს ზიანი უფრო მეტი მოაქვთ, ვიდრე მოგება". მისი თქმით, მსოფლიოში ყველგან უბაჟო მაღაზიები იხსნება პორტებსა და აეროპორტებში, იმ ქვეყნებში, რომლებიც სატრანზიტო პუნქტებს წარმოადგენენ. არგუმენტად კი საქონელზე აქციზის გადასახადის არარსებობა მოჰყავს, გარდა ამისა, არისთავა თვლის, რომ "უბაჟო მაღაზიები მნიშვნელოვან ირიბ ზიანს აყენებენ ეკონომიკასაც":

"ირიბი ზარალი იმაში მდგომარეობს, თუ რა მოგების მიღება შეეძლოთ ჩვენს მეწარმეებს, რომლებიც აქციზიანი საქონლის მნიშვნელოვან ნაწილს აწარმოებენ, ეს არის არაყი, ღვინო, არიან თუნდაც სიგარეტის, ლუდის მწარმოებლები. ისინი დაუცველები აღმოჩნდნენ ამ სიტუაციაში, წარმოიდგინეთ, აქ საქონელი საერთოდ გადასახადის გარეშე შემოდის! ჩვენ როგორმე უნდა გავზომოთ ყველა ეს შედეგი", - უთხრა არისთავამ გამოცემას.

ამასთან ერთად, მისი თქმით, კიდევ ერთი უბაჟო მაღაზიის გახსნა, "ეწინააღმდეგება დღევანდელი ხელისუფლების ლოგიკას, რომელიც, ერთი მხრივ, საქართველოს საზღვარზე მაღაზიის მოწყობის საშუალებას იძლევა, მეორე მხრივ კი მუდმივად აშინებს ხალხს, საქართველოდან სამხედრო აგრესიის საფრთხით".

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ჩვენი ვაჭრობის საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობასთან ურთიერთქმედება, ეს ყველამ ვიცით. აკრძალვის რეჟიმში საქართველოდან საქონლის დიდი ჯგუფი კვლავ შემოდის აფხაზეთში - საკვების ჯგუფიდან დაწყებული ავეჯით, სათადარიგო ნაწილებით და სხვა ყველაფრით. ახლა კი, თუ თქვენ იძლევით უბაჟო მაღაზიის გახსნის ნებართვას, მაშინ თქვენ პირდაპირ თუ ირიბად წაახალისებთ ამ ვაჭრობას. ის მხოლოდ გაიზრდება და ექნება ნახევრად ლეგალური, ნახევრად ჩრდილოვანი ხასიათი. შესაძლოა, ეს გამოწვეულია ტრანზიტით, რაზეც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბევრი ისაუბრეს და მსჯელობდნენ, მაგრამ ხელისუფლების იგივე წარმომადგენლები თვის თავს ეწინააღმდეგებიან: ხელისუფლების ერთი წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ომის საფრთხე საქართველოდან მაღალია, მეორე მხრივ, კი პრემიერ - მინისტრი უბაჟო მაღაზიის გახსნაზე ნებართვას იძლევა. ეს ყველაფერი ერთ ლოგიკაში არ ჯდება", - ამბობს არისთავა.

ენგურის ხიდთან, გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში Duty Free (უბაჟო) მაღაზიის გახსნის ნებართვა მიიღო კომპანიამ "Куазан МБТ". შესაბამისი განკარგულება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ გამოსცა. მას ე.წ. პრემიერ- მინისტრმა ალექსანდ ანქვაბმა მოაწერა ხელი. დოკუმენტს ტელეგრამის არხი Respublica ავრცელებს.

მიმდინარე წლის ივლისში, ცნობილი გახდა სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ენგურის ე.წ. საკონტროლო - გამშვებ პუნქტთან, უბაჟო ვაჭრობის მაღაზია Duty Free   - ს მშენებლობის დასრულების შესახებ. ამავე ცნობით, მისი აშენების ნებართვა ალექსანდრე ანქვაბმა 2021 წლის 31 აგვისტოს გასცა. მაშინ ითქვა, რომ სამშენებლო მოედანი ხიდის წინ, მარჯვენა მხარეს განთავსდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღაზია აფხაზეთიდან გამსვლელთა გზაზე იქნება.

რა ადგილას იგეგმება კომპანია "Куазан МБТ"-ის მაღაზიის გახსნა ჯერჯერობით უცნობია.

აგვისტოს ბოლოს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ენგურის ხიდის გავლით საქონლის ტრანზიტის საკითხი განიხილეს.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი, აპლიკაციაში კონტენტის შემქმნელებს შეახსენებს აუდიტორიის ნახვისა და დაკავშირების შესაძლებლობებს: მესენჯერში
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო. საქართველოს ბანკი ინდ მეწარმის სტატუსის მქონე მიკრო და მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიური, რეგულარული
სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, რუხის ციხეში ბავშვთა განვითარების ცენტრის "დობადონას" ორგანიზებით, სპექტაკლი გაიმართა.
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2024
Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი, აპლიკაციაში კონტენტის შემქმნელებს შეახსენებს აუდიტორიის ნახვისა და დაკავშირების შესაძლებლობებს: მესენჯერში
09 / ოქტომბერი 2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო. საქართველოს ბანკი ინდ მეწარმის სტატუსის მქონე მიკრო და მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიური, რეგულარული
09 / ოქტომბერი 2024
აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც ფაქტობრივი მისამართი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ აქვს, აცხადებს, რომ საარჩევნო სიაში არ იძებნება და შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.