რობოტი თამადა და კედლის დეკორატიული სათბური - ზუგდიდელი გამომგონებლების წარმატებული სტარტაპები
17:18 / 06.11.2022
ზუგდიდში შექმნილმა ორმა სტარტაფმა, ბიზნეს იდეების კონკურსზე საპრიზო ადგილები დაიკავა - "რობოტი თამადის" და "დეკორატიული კედლის სათბურის" პროტოტიპებზე, ზუგდიდის ტექნოპარკის გუნდებმა მუშაობა 5 თვის წინ დაიწყეს.
"Hardware StartUP" ინკუბატორის პროექტში საქართველოს სხვადასხვა ტექნოპარკში შექმნილი 48 გუნდი მონაწილეობდა.
"რობოტი თამადა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პროექტია. ვმუშაობთ რობოტების ჯგუფზე, რომელიც რამდენიმე პროტოტიპით იქნება დაკომპლექტებული. რობოტი თამადა სახასიათო პერსონაჟია, კულტულურ ხასიათს ატარებს, გვაქვს მარკეტინგული გათვლებიც. ROBO TECH-ის სხვა რობოტები მომხმარებლებს ყოფით ცხოვრებაში დაეხმარება. ვმუშაობთ რობოტი ბებიის პროტოტიპზეც, რომელიც ზღაპრებს მოყვება", - უთხრა რადიო "ათინათს" ROBOTECH-ის თანადამფუძნებელმა გიგი გამსახურდიამ.
RoboTech-ის დამფუძნებლები სკოლის მოსწავლეები არიან. რობოტი "თამადის" იდეამ 6 000 ლარიანი თანადაფინანსება მიიღო. გუნდის წევრებმა ეს თანხა ბიზნეს იდეის განვითარების და ბაზარზე გასვლისთვის უნდა გამოიყენონ.
მეორე პროექტი, რომელმაც ბიზნეს იდეისთვის სპარკის 4000 ლარიანი გრანტი მიიღო, GreenWall-ის დეკორატიული სათბურია. იდეა დეკორატიულ სასათბურე საშუალებას გულისხმობს. გუნდის წევრები ამბობენ, რომ მათ მიერ შექმნილი სათბური მცენარეს იდეალურ ტენიანობას და ტემპერატურას უქმნის. მცენარე სპეციალური, მცირე ზომის რეზერუარიდან წყალს ტენიანობის დონის შესაბამისად იღებს. კონკურსის გამარჯვებული გუნდები ბიზნეს იდეებიის კომერციულ ნაწილზე მუშაობენ და ბაზარზე გასვლას ახლო მომავლში გეგმავენ.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში ბურთით თამაში, სახელად ბურთუა, საუკუნეების განმავლობაში პოპულარული გახლდათ. მას თამაშობდნენ ბავშვები და დიდები, სხვადასხვა წესებითა და ფორმით — ხელით, ფეხით, ჩოგნითაც. ლელო ბურთი, ტანტრაცილიკი, ჭარკინუა და სხვა თამაშები დღესასწაულებზე ტარდებოდა და მთელ სოფელს აერთიანებდა.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები