ახალი ამბები
ბჟანია ფიქრობს, რომ აფხაზეთში ბელარუსის საელჩო უნდა გაიხსნას
თუ ბელარუსის სავაჭრო ბრუნვა კონკრეტულ ქვეყანასთან აღემატება 50 მილიონ დოლარს წელიწადში, მაშინ იქ საელჩო იხსნება. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა 10 ნოემბერს "მინისტრთა კაბინეტში" ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

"ბელარუსი ახორციელებს დიდ პროექტს ოჩამჩირის რეგიონში, რომელიც ბევრად აღემატება 50 მილიონ დოლარს. მე ვფიქრობ, რომ ამ დროისთვის ჩვენ გავალთ ჩვენი ურთიერთობის პოლიტიკურ ასპექტებზე", - განაცხადა ბჟანიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო მზადაა უზრუნველყოს ოკუპირებული აფხაზეთში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიწოდების მხარდაჭერა, მათ შორის ლიზინგის სახით.

გარდა ამისა, ბჟანიას თქმით, დე ფაქტო ხელისუფლება ატარებს ყველა საჭირო ზომას "ქვეყნის" სამხედრო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, მათ შორის ისეთს, როგორიცაა, ორგანიზაციული და საკადრო ხასიათის ღონისძიებები, სამობილიზაციო მზადყოფნის დონის ამაღლება, შეიარაღებული ძალების დამატებითი ტიპის იარაღითა და სპეციალური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და ლოჯისტიკა.

მანამდე ბჟანიამ გასცა ბრძანება, იმის შესახებ, რომ "შეიარაღებულს ძალებმა შეენარჩუნებინათ ჯარის სამობილიზაციო მზადყოფნა იმ დონეზე, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და დაცვას".

ოქტომობრის დასაწყისში სოხუმში ბელარუსის და რუსეთის კავშირის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია იმყოფებოდა.

უფრო ადრეს, 28 სექტემბერს , ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ჩავიდა ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

შეხვედრაზე, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი აფხაზეთში ჩასვლა განსაკუთრებულ ვითარებას არ უკავშირდებოდა და რომ ბელარუსი და რუსეთი ათანხმებენ თავიანთ ქმედებებს.

აფხაზმა ლიდერმა კი განაცხადა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მეთაურის "აფხაზეთში ვიზიტის ფაქტი ბევრზე მეტყველებს და ამ ეტაპზე ურთიერთობა ახალ ხასიათს იძენს".

საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ - მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ განაცხადეს, რომ "მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში", რაც მათი თქმით "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევაა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ანატოლი ლისი.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასოციაცია "ათინათი", რომელიც 28 წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით მუშაობს და მრავალფეროვან პროექტებს ახოციელებს, ე.წ. "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგება.
18 / აპრილი 2024
"აგენტების" კანონის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ზუგდიდელები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.
18 / აპრილი 2024
მაზაკვალი ანუ ქართულად მზაკვარი არის კუდიანი ქალი, რომელიც შეიარაღებულია თვალცემულობის ძალით და ცდილობს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სიკეთესთან, ბედნიერებასთან, სილამაზესთან და კმაყოფილებასთან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.