ახალი ამბები
სამეგრელოში თხილის წარმოების ხელშეწყობისთვის მეთხილე-ფერმერების რეგისტრაცია მიმდინარეობს
თხილის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, სამეგრელოში, მეთხილე-ფერმერების რეგისტრაცია მიმდინარეობს. საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი გიორგი თოდუა ამბობს, რომ გასული კვირის განმავლობში, მას შემდეგ, რაც რეგისტრაცია დაიწყო, დაახლოებით, 4 ათასამდე ადგილობრივი დარეგისტრირდა.

"რეგისტრაციის შესახებ ფერმერებს ინფორმაციას აწვდიან სოფლის რწმუნებულები. შეხვედრები, ძირითადად, ადმინისტრაციულ ცენტრებში მიმდინარეობს, თუმცა, ხანდახან, შესაძლებელია, სხვა სივრცეც გამოიყოს. ადგილზე კონსულტაციებასაც ვუწევთ დარეგისტრირების მსურველებს. აქტივობა ნორმალურია, თუმცა, ყველას მოვუწოდებთ, რომ ჩაერთონ ამ პროგრამაში. სხვადასხვა პროგრამით ჩვენ თხილის წარმოება შევინარჩუნეთ და ახლა დროა, ისევ და ისევ წინ გადავდგათ ნაბიჯები", - აღნიშნა თოდუამ.

ამ დროისთვის რეგისტრაცია უკვე ჩატარდა ზუგდიდის სოფლებში - ნაცატუსა და კორცხელში, ასევე, სხვა მუნიციპალიტეტების სოფლების ნაწილში. დღეიდან კი პროგრამაში ჩასართავად დარეგისტრირება შეუძლიათ ბაშისა და ჩხოუშის, ამასთან, სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებს.

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება მიმდინარე წლის 7 ნოემბრიდან დაიწყო. აღნიშნულ პროექტზე პრემერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.

პროგრამის ფარგლებში სუბსიდიის მისაღებად, საქართველოს მოქალაქე, ფიზიკურ პირს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა გააჩნდეს თხილის ბაღი ჯამურად არანაკლებ 0.2 და არაუმეტეს 3 ჰექტრისა. სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით. 

პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე სუბსიდია ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით მოხდება. ქულების დარიცხვა კი 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო.


ფოტო: თხილის მწარმოებელთა ასოციაცია


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.