ახალი ამბები
გაზაფხულიდან შესაძლოა პურპროდუქტების ფასი გაიზარდოს
"საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ხორბალთან დაკავშირებით ბაზარზე სტაბილური სიტუაციაა, რაც, მისივე ვარაუდით, მარტამდე შენარჩუნდება, თუმცა მოსალოდნელია,რომ გაზაფხულიდან ხორბლის პროდუქციის ფასები შეიცვალოს. ამის მიზეზი კი შეიძლება საწარმოებში დასაქმებულების ხელფასის გაზრდა გახდეს.

"ყველაფერი გაძვირდა, შესაბამისად, თვითონ მუშა-მოსამსახურეები ხელფასების გაზრდას ითხოვენ, იქიდან გამომდინარე, რომ მათი მსყიდველუნარიანობა ძველი ხელფასით დაბალია. ეს პროცენტი თვითონ წარმოებებში საკმაოდ მაღალია. თავისთავად ცხადია, ხელფასების მომატება უკვე პროდუქციის გაძვირებას იწვევს. შესაბამისად, გაზაფხულისთვის სავარაუდოდ, ამ მიმართულებითაც იქნება სირთულეები.

ერთი მხრივ, თავისთავად ცხადია, ჩვენ შეგნებული გვაქვს, რომ სოციალურ პროდუქციას ვაწარმოებთ და ყველა ითხოვს, რომ ეს ფასები არ გაიზარდოს, მაგრამ მეორე მხრივ, თუ მუშა-ხელს ხელფასი არ მოემატა, მათი შენარჩუნება რთულდება და ეს საბოლოოდ ფასს აწვება," - განაცხადა სილაგავამ პრესკონფერენციაზე.

ლევან სილაგავას თქმით, საქართველოში დღეს ხორბლის საკმარისი მარაგი არსებობს,რაც ამ ეტაპზე პურის ფასის სტაბილურობას განაპირობებს. 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.