ახალი ამბები
უკრაინაში, რუსეთის მხარეს მებრძოლი ერთ- ერთი აფხაზი მოხალისის ცხედარი ბრძოლის ველიდან გამოიყვანეს - "საგანგებო"
უკრაინაში , რუსეთის მხრეს მებრძოლი ერთ - ერთი აფხაზი მოხალისის ცხედრის ბრძოლის ველიდან გაყვანა მოხერხდა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. ავდეევკასთან სამი აფხაზი მოხალისის დაღუპვის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.

გამოცემა "აფსნიპრესის" თანახმად, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ "საგანგებო სიტუაციების სამინისტროს" ხელმძღვანელს, ლევ კვიცინიას დონბასიდან სამი ცხედრის გადმოსვენების ორგანიზება დაავალა. "მინისტრის" ინფორმაციით, ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს, მძიმედ დაჭრილთა შორის აფხაზი მოხალიესეები არ არიან". 

ამავე ცნობით, დაღუპულები "პიატნაშკას" ბატალიონში ირიცხებოდნენ.

გუშივე ტელეგრამ არხი Абхазия центр ავრცელებდა ინფორმაციას 4 აფხაზი მოხალისის დაღუპვის შესახებ.

მანამდე უკრაინაში ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის მხარეს მებრძოლი 4 მოხალისე დაიღუპა: გალის მცხოვრები ბესო ტაბაღუა, ახრა კირკიტაძე, არტურ კირკიტაძე და ლორან სმირი.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასოციაცია "გზამკვლევმა" ბენეფიციარებისთვის ღონისძიება გამართა.
დღის სიახლეები
12 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოში სხდომა კვორუმის არარსებობის გამო მეხუთედ გადაიდო. დარბაზში 15 დეპუტატი გამოცხადდა, კვორუმის შესადგენად კი მინიმუმ 23-ია საჭირო.
12 / აპრილი 2024
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
12 / აპრილი 2024
13-15 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
11 / აპრილი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.