ახალი ამბები
ბადრი ესებუა ქუთაისის მეორე პენიტენციური დაწესებულებიდან ბათუმში გადაიყვანეს
ბადრი ესებუა ქუთაისის ციხიდან ბათუმში გადაიყვანეს. ამ ინფორმაციას უფლებადამცველი სოსო ჯანაშია ადასტურებს.

ბათუმის ციხეში ბადრი ესებუას ადვოკატთან ერთად შეხვდება გამომძიებელიც და ახალ ბრალს წარუდგენს. ცნობილი ხდება, რომ დაკავების მომენტში სამართალდამცველებმა ესებუასგან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

ჯანაშიას თქმით, ქუთაისის ნომერ მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის მოსანახულებლად მივიდა, ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა კი განუცხადეს, რომ პატიმარი ესებუა ბათუმშია გადაყვანილი.

"ახლა მივდივართ ბათუმში, გამომძიებელთან ერთად. ახალი ბრალი უნდა წარუდგინონ ბადრი ესებუას. როგორც ვიცით დაკავების მომენტში ცეცხლსასროლი იარაღია ამოღებული. ქუთაისის ციხეში ვიყავი მისული და იქ გავიგე ბათუმში გადაუყვანიათ. მისი ძმაც ამ ციხეში იხდის სასჯელს და რეკომენდირებული არ არის, რომ ოჯახის წევრები ერთ ციხეში იყვნენ,"- უთხრა რადიო "ათინათს" ადვოკატმა სოსო ჯანაშიამ.


ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში გუშინ გამთენიისას დაკავეს, ზუგდიდის სამხარეო პოლიციიდან კი ქუთაისის სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებაში მოათავსეს, სადაც მხოლოდ ერთი დღე გაატარა.

საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბადრი ესებუას საქმეს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ამავე თემაზე:


ესებუას საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია, პერიოდულად იყო აფხაზეთში - ადვოკატი

ჩემი შვილი უდანაშაულოა - ბადრი ესებუას მამა

ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
სტატია
დღის სიახლეები
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.