ახალი ამბები
უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი გალელი რამინ ბახტაძე დაიღუპა
უკრაინაში დაიღუპა 49 წლის რამინ ბახტაძე, რომელიც წარმოშობით გალის რაიონის, სოფელ პირველი ოტობაიადან იყო. ის ომში რუსეთის მხარეს მოხალისედ იბრძოდა.

რამინ ბახტაძის მამამ არნოლდ ბახტაძემ  "გალი ტვ" - ს უამბო, რომ მისი ვაჟი რუსეთის ქალაქ ვლადიმირში ცხოვრობდა. გასული წლის 15 დეკემბერს მეგობრებთან ერთად ჩეჩნეთში წავიდა, საიდანაც უკრაინაში გაემგზავრა. მისივე ინფორმაციით, რამინ ბახტაძე მაკეევკაში, ასობით რუს სამხედრო მოსამსახურესთან ერთად დაიღუპა.

მამის სიტყვებით, რამინ ბახტაძის ცხედარი თუთიის კუბოთი ჩამოასვენეს. შვილის ამოცნობა მამამ სვირინგის მეშვეობით შეძლო. ბახტაძე ვლადიმირში დედის გვერდით დაკრძალეს. მას ორი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი დარჩა.

დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაზე იერიში უკრაინის საჰაერო ძალებმა 31 დეკემბრის ღამით მიიტანა. მთლიანად დაინგრა 19-ე პროფტექნიკური სასწავლებლის შენობა, რომელშიც რუსეთის სამხედროები იმყოფებოდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინამ ქალაქ მაკეევკას დაარტყა ამერიკული სარაკეტო სისტემა HIMARS-ის 6 რაკეტით. 4 იანვარს კი განაცხადეს, რომ თავდასხმას 89 სამხედრო ემსხვერპლა. ამის შემდეგ უწყებას სხვა კომენტარი აღარ გაუკეთებია. უკრაინული მხარე ასობით დაღუპულის შესახებ იტყობინებოდა. BBC-ის რუსულმა სამსახურმა ღია წყაროებზე დაყრდნობით 92 დაღუპულის შესახებ ინფორმაციის დადასტურება შეძლო.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს აფხაზური მედია დონბასში სამი აფხაზი მოხალისის დაღუპვის შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას. ერთ- ერთი მათგანის, 32 წლის დიმიტრი წვიჟბას ცხედარი სოხუმში იანვრის პირველ რიცხვებში გადაასვენეს. 

უფრო ადრე, უკრაინაში ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის მხარეს მებრძოლი 4 მოხალისე დაიღუპა: გალის მცხოვრები - ბესო ტაბაღუა, ახრა კირკიტაძე, არტურ კირკიტაძე და ლორან სმირი.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
08 / მაისი 2025
ცნობილია, რომ კოლხები რკინის მეტალურგიული წარმოების ერთ-ერთი პიონერები არიან.დღემდე შემორჩენილია არაერთი მეგრული ტოპონიმი , რომელიც პირდაპირ მიუთითებს რკინის წარმოებაზე და დამზადებაზე.მთავარი ამ საქმეშია მჭედელი-ჭკადუ, ,,კინაშ ჭკადუ“ ის მეგრელთა წარმოდგენით, სოფელში საპატიო და ამავე დროს ისეთ პირად იყო მიჩნეული, რომელიც განგებასთან იყო დაკავშირებული. დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ჭკადუშ“ ინსტიტუტზე, მის ხელობაზე და მითებზე.
08 / მაისი 2025
ნიჟნი ნოვგოროდი სოხუმის რეისი, რომელიც ადრე გადაიდო, უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ დაწესებული შეზღუდვების გამო, გაუქმდა.
08 / მაისი 2025
სოციალური მომსახურების სტატისტიკაზე დაყრდნობით, გასულ თვეს, აპრილში სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო პენსიის მიმღებთა რაოდენობა 119-ით გაიზარდა და 89 691 პირს მიაღწია.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.