ახალი ამბები
შშმ პირმა ოკუპირებული აფხაზეთიდან სოციალურ სააგენტოს სასამართლო დავა მოუგო
აფხაზეთში მცხოვრები შშმ პირის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტლება, რომლის თანახმადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრები ნეიტრალური პირადობის მოწმობის მქონე პირები გაუთანაბრა საქართველოს მოქალაქეებს და მიუთითა, რომ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების, მათ შორის შშმ პირების ინტეგრაციაზე ზრუნვა და საბაზისო სერვისებზე მისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს.

ამავე ორგანიზაციის თანახმად, 2021 წელს ოჩამჩირეში (აფხაზეთი) მცხოვრებმა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა, რომელიც საქართველოს პირადობის ნეიტრალურ მოწმობას ფლობს, შშმ პირებისთვის განკუთვნილი პენსიის მოთხოვნით საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა. სააგენტომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და მიუთითა, რომ იმის გამო, რომ ის არ იყო საქართველოს მოქალაქე, მსგავსი სოციალური დახმარებით ვერ ისარგებლებდა. სააგენტოს ეს გადაწყვეტილება სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც ამტკიცებდა, რომ ადამიანის უფლება, ჰქონდეს მინიმალური საარსებო პირობები, რაც პირდაპირ დაკავშირებულია პირის სიცოცხლის და თვითგანვითარების უფლებასთან ისარგებლოს სოციალური დახმარებით, ჰქონდეს ადეკვატური თავშესაფარი და ა.შ., წარმოადგენს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას და სოციალური სახელმწიფოს უმთავრეს პრინციპს. ის არ შეიძლება დაუკავშირდეს მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის სახეს ან/და იურიდიულ მისამართს.

„ჩვენი აზრით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან სრულფასოვანი მფარველობა, ინტეგრირება და მხარდაჭერა, გამოხატავს ქვეყნის გაცხადებულ დეოკუპაციის პოლიტიკას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს მიზნები და ვალდებულებები სახელმწიფოს მიერ სათანადოდ გააზრებული და დაცული არ იყო.

პირველი ინსტანციის მგავსად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ სცნო სოციალური მომსახურების სააგენტოს მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელიც პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებს ადეკვატური სოციალური მხარდაჭერას არ აძლევდა. აღნიშნული საქმე პრეცედენტულია და დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალში განაპირობებს პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირების სოციალური დაცვის გარანტიების გაფართოებას და ამ მიზნით ახალი საკანონმდებლო ცვლილებებს.

უნდა აღინიშნოს, რომ თავის დროზე საქართველოს სახელმწიფოს მიერ პირადობის ნეიტრალური მოწმობის მექანიზმის შემოღება წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვის, დეიზოლაციისა და საქართველოსთან მობილობის გაზრდის კუთხით. მოქმედი კანონმდებლობა ამგვარი მოწმობის მქონე პირებს გარკვეულ სოციალურ შეღავათებს ანიჭებს, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობის, ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარების, მეწარმე სუბიექტად და გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის; საბანკო ანგარიშის გახსნის, ასევე სახელმწიფო გრანტის მიღების უფლებას, თუმცა, მათზე არ ავრცელებს ისეთ საბაზისო სოციალურ გარანტიებსა და პროგრამებს როგორიც არის პენსია, მათ შორის, შშმ პირთა პენსია, მუნიციპალური საცხოვრისების სერვისები, ფულადი შეღავათები. ეს მიდგომა საქართველოს სოციალური დაცვის სისტემაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების რეალური დაცვის მიზნებს არ პასუხობს. ნიშანდობლივია, რომ პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიმღებ პირთა რაოდენობა საკმაოდ დაბალია, რაც მათ შორის, ამ სტატუსთან დაკავშირებული მწირი სოციალური გარანტიებით შეიძლება აიხსნას.

ჩვენი მოსარჩელის მხრიდან ორივე ინსტანციის სასამართლოში დავის მოგების მიუხედავად, სოციალური მომსახურების სააგენტომ პროცესზევე განაცხადა, რომ ის აღნიშნულ გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს ზემდგომ ინსტანციაში. სამწუხაროდ, წლებია საჯარო უწყებები ამკვიდრებენ მანკიერ პრაქტიკას, ნებისმიერი დავის ფარგლებში სამივე ინსტანციაში უპირობოდ გაასაჩივრონ გადაწყვეტილებები, რაც ერთი მხრივ, ბიუროკრატიული და სასამართლო რესურსების უსაფუძვლო ხარჯვას იწვევს და მეორეს მხრივ კი, მოსარჩელეებს მძიმე სოციალურ მდგომარეობაში ტოვებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც მოსარჩელე არის ეტლით მოსარგებლე შშმ პირია, რომელიც თბილისში ყოველგვარი შემოსავლის და საცხოვრებლის გარეშე ცხოვრობს და გააჩნია ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. ის თითქმის სამი წელია ამ მდგომარეობაში ელოდება დავის დასრულებას და სახელმწიფოს ნაცვლად, მხარდაჭერას კერძო საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებიდან იღებს. მოვუწოდებთ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ამ კრიტიკულ შემთხვევაში მაინც თავი შეიკავოს დავის ხელოვნურად გაჭიანურებისგან და დაუყოვნებლივ დაიწყოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების პროცესი!“, - ვკითხულობთ ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
15 / იანვარი 2025
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში პარტია "დროას" რეგიონული წარმომადგენლისა და აქტივისტის მარიამ სიჭინავას სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლომ აქტივისტი პიროტექნიკის გამოყენების ორ, ხოლო ბალაკლავას ტარების
15 / იანვარი 2025
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ეხმიანება რეგიონული ოფისების ხელმძღვანელზე, ზვიად ქორიძეზე ბათუმში განხორციელებულ თავდასხმას.
15 / იანვარი 2025
დღეს 15:00 საათიდან, საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის სამეგრელოში, კომპანიები, სოციალური საწარმოები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები უერთდებიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.