ახალი ამბები
დაუშვებლად მივიჩნევთ რუსული კანონის მიღებას - მედიაორგანიზაციები, მათ შორის "ათინათი" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
60-ზე მეტი მედიასაშუალება ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ისინი ეწინააღმდეგებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ. განცხადების ტექსტს, რომელსაც ხელს რადიო "ათინათიც" აწერს, უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი მედიაორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტებს "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ. მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა,  მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

ამას ადასტურებს წლების წინ რუსეთში მიღებული ანალოგიური კანონის შედეგები - დაიხურა სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები, ჟურნალისტები კი დევნის მსხვერპლნი გახდნენ.

ამ კანონის მიღება აზიანებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს, რაზეც 24 თებერვლის განცხადებით ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლობამ მკაფიოდ მიუთითა. შესაბამისად, წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს განვითარებას აფერხებს და დღეს გაჩენილ შესაძლებლობის ფანჯარას ხურავს.  

ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას და გვაღელვებს ჩვენი ქვეყნის მომავალი. არ ვაპირებთ ამ იარლიყით მუშაობას. შესაბამისად, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, უარს ვაცხადებთ "უცხოური გავლენის აგენტად" რეგისტრაციაზე. ეს შეურაცხყოფს ჩვენს პროფესიულ ღირსებას.

კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტებს "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტს ხელს აწერენ:

სამეგრელო:

ტელეკომპანია "მეცხრე ტალღა", ფოთი

რადიო "ათინათი", www.radioatinati.ge

კოლხეთი 89

ეგრისი TV

რადიო ოდიში +, TV ოდიში

ჰარმონია

თბილისი

netgazeti.ge

პუბლიკა (publika.ge)

ინდიგო

სტუდია მონიტორი

queer.ge

dev.ge

On.ge

ტაბულა

სამოქალაქო საქართველო - civil.ge

მედიაჩეკერი
პროექტი 64

Chai Khana media

Ufleba.ge

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი, ფაქტი" 

მედია ჰოლდინგი კომერსანტი

OC Media

მედიაპორტალი "კაქტუსი", cactus-media.ge

ჯემნიუსი (jam-news.net)

ონლაინ გამოცემა sova.news

რეალპოლიტიკა (realpolitika.ge)

"მთის ამბები" - mtisambebi.ge

საქართველოს ამბები - sakartvelosambebi.ge

ჟურნალისტიკის რესურსცენტრი JRC

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

შიდა ქართლი:

ქართლის ამბები (qartli.ge)

გორის სათემო რადიო მოზაიკა, mozaikanews.ge

TV მედიამონიტორინგი

"ქართული მედია ჯგუფი" - metalab.ge/feminism.ge

დია

ნეო ტვ - neotv.ge

ქვემო ქართლი:

სათემო რადიო "მარნეული"

ქალთა სათემო რადიო ww

ქვემო ქართლის მედია - QvemoQartli.ge

მარნეული TV

რადიო ბოლნელი

სამცხე-ჯავახეთი:

სათემო რადიო "ნორი", ნინოწმინდა, nor.ge

ტელეკომპანია "ბორჯომი", borjomi.tv

მეცხრე არხი, ახალციხე

სამცხე-ჯავახეთის ჟურნალისტთა კავშირი

მედია სახლი - სამხრეთის კარიბჭე sknews.ge

ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი, ახალქალაქი, jnews.ge

TOK TV

აჭარა


Batumelebi.ge

TV 25

კახეთი:

კახეთის ხმა, knews.ge

საინფორმაციო სააგენტო "სპექტრი", გურჯაანი, speqtri.ge

პანკისის სათემო რადიო

თანამგზავრი TV

იმერეთი:

ონლაინ გამოცემა "ქუთაისიპოსტი"  kutaisipost.ge

რიონი TV

იმერვიზია TV

მეგა TV

TV  ზარი

რადიო რიონი

რადიო ზარი

გურია

გურია TV

მცხეთა-მთიანეთი

აგროგარემო TV


ამავე თემაზე: 

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი - არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ერთობლივი განცხადება
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
დღის სიახლეები
11 / დეკემბერი 2024
ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ, მოქალაქეები შეიკრიბნენ.
11 / დეკემბერი 2024
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ
11 / დეკემბერი 2024
ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების აღდგენის საკითხის განხილვა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც რესპუბლიკა "მოსკოვთან ურთიერთობებზე სპეკულირებას შეწყვეტს“.
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.