ახალი ამბები
ჩვენ გვსურს, რომ მხარეები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან - ტოივო კლაარი სოხუმში ჩავიდა
სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი სოხუმში ჩავიდა, სადაც კონსულტაციები გამართა. აფხაზური გამოცემა "ნუჟნაია გაზეტასთვის" მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ კონფლიქტის მხარეებს შორის კონტაქტები ყველა დონეზე მნიშვნელოვანია.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ სხვადასხვა პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულია დიალოგზე. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია უფრო შორს წასვლა და კონტაქტების შენარჩუნება ორივე მხარის წარმომადგენლების დონეზე. ამაზე ჩვენ მრავალი წელია ვსაუბრობთ და მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რა თემების განხილვა გვინდა სოხუმსა და თბილისში, განსაკუთრებით ისეთ რთულ ვითარებაში, როგორიც ახლა არის, თუმცა ახალი სირთულეების გარდა, მან შეიძლება შექმნას თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები", - უთხრა გამოცემას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარემ.

ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების ორმხრივ ფორმატში წარმართვის შესაძლებლობის შესახებ დასმულ კითხვას ტოივო კლაარმა უპაუსხა, რომ ამ ეტაპზე არც სოხუმი და არც თბილისი არ არიან მზად ოფიციალური მოლაპარაკებების გასამართად.

"ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მხარეებს შორის უფრო არაფორმალურ, მაგრამ პირდაპირ კონტაქტებს იმ იმედით, რომ ეს მისაღები გახდება. ჩვენ გვსურს, რომ მხარეები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და შესთავაზონ ერთმანეთს სასაუბრო თემები. ამისთვის სოხუმიც და თბილისიც მზად უნდა იყვნენ არა მხოლოდ თავიანთი პრიორიტეტების შეთავაზებისთვის, არამედ მეორე მხარის პრიორიტეტების განხილვისთვის... ჩვენ ისეთი განცდა გვაქვს, რომ სოხუმში და თბილისში, პრინციპში, ესმით ეს, თუმცა ჯერჯერობით, ორივე მხარეს უჭირს მეორე მხარის წინადადების გაგება და მიღება", - თქვა მან.

ჟურნალისტის კითხვას, ხედავს თუ არა ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოს მხრიდან ომის განახლების, "მეორე ფრონტის" გახსნის საფრთხეს, რაზეც ბოლო პერიოდში ხშირად აკეთებენ განცხადებებს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, ტოივო კლაარმა უპასუხა:

"ჩვენ ვერ ვხედავთ სიტუაციის ასეთი განვითარების შესაძლებლობას. არიან ცალკეული პიროვნებები, რომლებიც ამბობენ იმას, რაც არ უნდა თქვან, მაგრამ ესენი არიან ცალკეული ინდივიდები და ზოგადად, ჩვენ ვერ ვხედავთ ასეთი სცენარი განვითარების შესაძლებლობას. ეს ჩანს, მაგალითად, თუ გადავხედავთ MPRI-ის შეხვედრებს, რომლებიც ერგნეთში იმართება, ცხინვალის წარმომადგენლების შეფასება - სიტუაცია გაცილებით უფრო მშვიდია, ვიდრე ადრე. სინამდვილეში, საქართველოს არავის სთხოვს "მეორე ფრონტის" გახსნას. შემიძლია ცალსახად დავადასტურო, რომ არც ევროკავშირიდან უბიძგებს არავინ საქართველოს ომისკენ, და აშშ-ის ელჩმა თბილისში ასევე არაერთხელ დაადასტურა, რომ მსგავსი ზეწოლა აშშ-ს მხრიდან არ არსებობს. ეს დეზინფორმაციაა".

ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდისთვის მზადებაზე საუბრისას, ტოივო კლაარმა განმარტა, რომ რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ დიდი დაძაბულობა და პრობლემები შეუქმნა საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბებულ სისტემას, რის გამოც, შეხვედრები რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა, მორიგი შეხვედრა, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, 4 - 5 აპრილს გაიმართება. მან ასევე დასძინა, რომ ისინი ვერ ხედავენ მიზეზს დისკუსიის სხვა ადგილზე გადატანისთვის.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ 18 მარტს განაცხადა, რომ სოხუმი მზადაა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდში მონაწილეობისთვის.

თუმცა, მანამდე, 21 - 22 თებერვალს დაგეგმილი ჟენევის დისკუსიების 57-ე რაუნდის გადადების შემდეგ ინალ არძინბამ განაცხადა, რომ აფხაზურმა მხარემ გადაწყვიტა უარი ეთქვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების დელეგაციისთვის, რომელიც 8-9 თებერვალს აპირებდა ვიზიტს სოხუმში შეხვედრების ჩასატარებლად.

მიმდინარე წლის მარტში ინალ არძინბა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მინსკში გადატანის წინადადებით გამოვიდა. საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი ჟენევაში 5 ოქტომბერს გაიმართა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
20 / აპრილი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 20 აპრილიდან მოიხსნება, ამის შესახებ „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს ინფორმაციას.
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 22 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.