ახალი ამბები
ICAO სოხუმის აეროპორტს ყოველთვის საქართველოს სივრცის ნაწილად განიხილავს, - დარჩიაშვილი
"რა კოდიც არ უნდა მიანიჭოს რუსეთმა სოხუმის აეროპორტს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) მას ყოველთვის საქართველოს სივრცის ნაწილად განიხილავს", - ამის შესახებ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დიპლომატიური სამსახური, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ჩართულობით, მჭიდროდ თანამშრომლობს ICAO - სთან, რომელსაც შესწავლილი აქვს საკითხი.

"ICAO, რომელიც გაეროს სააგენტოს წარმოადგენს, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს და ერთმნიშვნელოვნად იცავს და განიხილავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას, შესაბამისად ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს ორგანიზაციის მხრიდან, რომ რომელიმე ქვეყნის, მათ შორის ,რუსეთის მხრიდან ამგვარი მიმართვის შემთხვევაში, არც კი განიხილავს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის საჰაერო სივრცისთვის, რომელშიც აფხაზეთი შედის მინიჭებული ერთიანი სპეციალური კოდის შეცვლის ან მეორე ქვეყნის საჰაერო სივრცის ან მისი ნაწილის კოდზე მიბმის საკითხს , რადგან ქვეყნის საჰაერო სივრცის კოდის ცვლილება მხოლოდ ამ ქვეყნის თანხმობით შეიძლება... ჩვენ ცხადია ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ნაბიჯი გადაიდგმება", - განაცხადა მან.

2022 წლის იანვარში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციას რუსი ინვესტორი განახორციელებს და აეროპორტი ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, 2024 წლის ბოლომდე შევა.

გასული წლის მარტში აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთში, შესაძლოა ავიაკომპანია შეიქმნას და დასძინა, რომ "სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია და საჰაერო მიმოსვლის აღდგენა - მასშტაბური ამოცანაა". უფრო ადრე, ის ამბობდა, რომ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტირებაზე თანხა უკვე გამოიყო და იმედი გამოთქვა, რომ აეროპორტი ფრენების მიღებას 2024 წლის იანვრისთვის დაიწყებს.

სოხუმი უკვე არაერთი წელია ცდილობს რუსეთის მონაწილეობით სოხუმის აეროპორტის აღდგენას.

2019 წლის ივლისში აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ მიიღო დადგენილება სოხუმის აეროპორტისთვის "ერთობლივი აეროდრომის" სტატუსის მინიჭების და ასო-კოდის მინიჭების შესახებ. ამ დოკუმენტის შესაბამისად, აფხაზეთის საჰაერო სივრცეს მიენიჭა ოთხასოიანი კოდი "URAS" რუსეთის ფედერაციის საავიაციო ინფორმაციის კრებულში (AIP) შემდგომ შესატანად.

საქართველოს სამოქალაქო საავიაციო სააგენტო მაშინ განცხადებით გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებას სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება.

სოხუმის აეროპორტი საქართველოს მხარის მიერ დაკეტილია 1993 წლიდან. ის არ არის სერტიფიცირებული საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს.

2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO- მ გააუქმა სოხუმის აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია ამის შესახებ.

ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. აღნიშნული კოდის მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.



Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
მთელ მსოფლიოში ორგანულ პროდუქტზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. მომხმარებელი უპირატესობას ბიოლოგიურად სუფთა, მინერალური სასუქით მოყვანილ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას,
ანაკლიაში ასოციაცია "კავკასნათის" ორგანიზებით,ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანასთან" ერთად ადგილობრივ მეწარმეები შვეიცარიელ პარტნიორებს, კომპანიების "გებანას" და "პაკკას" წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ზუგდიდის მერია ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდების მხარდაჭერას აგრძელებს.
საზოგადოება
საქართველოს პატრიარქის 2023 წლის საშობაო ეპისტოლე გამოქვეყნდა, რომელსაც სრულად გთავაზობთ:
ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი "f 5" განახლდა. ფესტივალის პირველი სტუმარი მოდერატორთან ერთად მწერალი ნენე კვინიკაძეა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი გოგი რევია, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კონკურსის
დღის სიახლეები
01 / ივნისი 2023
სოხუმში გამოეხმურნენ საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტში გამოსვლას, რა დროსაც მან მხარი დაუჭირა 30 მაისს "სახალხო მიტინგის" ლოზუნგებს.
01 / ივნისი 2023
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დღეს ბავშვებს უფასოდ უმასპინძლებს.
31 / მაისი 2023
ტერორიზმში ბრალდებულ ბადრი ესებუას პროცესზე ის აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები გამოაქვეყნეს, რომელთა ფონოსკოპიური ესპერტიზის დასკვნით, თავმდამსხმელისა და ბადრის ესებუას ხმები იდენტურია.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ივნისი 2023 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.