ახალი ამბები
სახალხო დამცველი ენგურის ხიდზე იმყოფებოდა - იოსელიანი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებსაც შეხვდება
დასავლეთ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ცოტა ხნის წინ ენგურის ხიდზე იმყოფებოდა. მისი თქმით, ის აფხაზეთიდან გადმოსულ მოქალაქეებს გაესაუბრა, რათა მათგან გაეგო იმ არსებული ბარიერებისა და პრობლემების შესახებ, რომელიც მოსახლეობას აწუხებს."ჩამოვედი საოკუპაციო ხაზთან. თქვენ იცით, რომ აქტიურად ვმუშაობთ იმ მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობაზე, რომლებიც მოძრაობენ ძირითადად გალში და ჩვენი წარმომადგენელი არის ამით დაკავებული, მათი უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგით. მოვედი, რომ ეს ყველაფერი ჩემი თვალით მენახა და მე თვითონ გავსაუბრებოდი ადამიანებს, რომლებიც გადმოდიან და მათგან მიმეღო ინფორმაცია იმის შესახებ, რა ბარიერები აქვთ გადაადგილების დროს, რა პრობლემები ექმნებათ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ სახალხო დამცველის ოფისი ამ საკითხს და კიდევ უფრო გავაგრძელებთ ამ თვალსაზრისით მათი უფლებების მონიტორინგს", - უთხრა იოსელიანმა ჟურნალისტებს.ადგილზე იმყოფებოდნენ სახალხო დამცველის რეგიონული წარმომადგენლებიც. 

დღესვე ლევან იოსელიანი სოფლებს წყოუსა და ხურჩას ეწვევა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.