ახალი ამბები
"უამრავი უდანაშაულო ქართველის სისხლის გამო უნდა აგოს რუსეთმა პასუხი" - გიგა ოთხოზორიას დედა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს საჩივარი საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" ერთხმად დასაშვებად ცნო. სტრასბურგის სასამართლოს ამ ნაბიჯს სარჩელის განხილვა და შემდგომ ვერდიქტი მოჰყვება.
სარჩელში ნახსენებია ოკუპირებული გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორიაც, რომელიც 2016 წლის მაისში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა აფხაზმა ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი - ოღლიმ.

რადიო "ათინათი" გიგა ოთხოზორიას დედას ესაუბრა. ჯულიეტა ჭანტურია ფიქრობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, საქართველოს ხელისუფლების სარჩელის დასაშვებად ცნობა წინ გადადგმული ნაბიჯია და ჩვენს ქვეყანას ეძლევა შანსი, კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, რომ ოკუპანტმა ქვეყანამ ქართველი ხალხის მიმართ არაერთი დანაშაული ჩაიდინა.

"რა თქმა უნდა, ეს ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, ყველა იმ საკითხის განსახილველად, რაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ დააშავა. ძალიან სასიამოვნო იქნება ალბათ თითოეული ქართველისთვის, ეს ჩვენი "კეთილმოსურნე" მეზობელი, ჩვენთან განხორციელებული მოქმედებების გამო პასუხს თუ აქებს. საქართველოს ეძლევა ძალიან დიდი შანსი, როცა სხვადასხვა სახელმწიფოები გამოდიან რუსეთის წინააღმდეგ, უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება გამოჩნდება იმისა, თუ რა დანაშაული ჩაუდენია რუსეთს საქართველოში. უამრავი უდანაშაულო ქართველის სისხლის გამო უნდა აგოს რუსეთმა პასუხი,"- უთხრა რადიო „ათინათს“ ჯულიეტა ჭანტურიამ.

საქართველოს მთავრობა საჩივარში ამტკიცებს, რომ რუსეთი ჩართულია და კვლავ აგრძელებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის შევიწროებას, უკანონო დაკავებებს, ეთნიკურად იმ ქართველების წამებას, მკვლელობასა და დაშინებას, ვინც შეეცადა გამყოფი საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას ან ვინც ამ ხაზთან ახლოს ცხოვრობს.

სარჩელი საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოში 2018 წლის 22 აგვისტოს წარადგინა. ეს "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" სახელმწიფოთაშორისი მეოთხე განაცხადია.

ამავე თემაზე:

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მორიგი სარჩელი ერთხმად ცნო დასაშვებად
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.