ახალი ამბები
ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნებიან ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები
"ნაციონალური მოძრაობაში" რეგიონული ორგანიზაციების ახალი თავმჯდომარეები 20 მაისამდე უნდა აირჩიონ. რადიო "ათინათი" ზუგდიდის ორგანიზაციის ამჟამინდელ თავმჯდომარეს ანა წითლიძეს ესაუბრა. მას ვკითხეთ, აპირებს თუ არა კენჭისყრაზე საკუთარი კანდიდატურის დასახელებას, რაზეც წითლიძემ გვიპასუხა, რომ პარტიის მხარდამჭერები კანდიდატების სახელებს მას შემდეგ გაიგებენ, რაც ყველა მათგანი ოფიციალურად დარეგისტრირდება.

"დღეს დაანონსდა ცენტრალური ოფისის მხრიდან რეგიონული არჩევნები და გრაფიკი ჯერ შედგენილი არ არის, უახლოეს დღეებში გახდება ვადები ცნობილი. კანდიდატების რეგისტრაცია გაცხადებულ ვადებში დაიწყება და მანდ ნახავთ ვინ იქნებიან კანდიდატები. ყველაზე ლოგიკურია, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა კანდიდატების შესახებ ოფიციალური რეგისტრაციის შემდეგ,"- უთხრა რადიო "ათინათს" ანა წითლიძემ.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თემურ ბასილაია კი თვლის, რომ დაგეგმილმა არჩევნებმა, შესაძლოა, პარტიაში არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო გააღრმავოს. მისი თქმით, დღეს "ნაციონალურ მოძრაობას" ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი აქვს გადასაჭრელი. თავად ბასილაია ამბობს, რომ დაგეგმილ არჩევნებზე მის კანდიდატურას არ უნდა ველოდოთ.

"ჯერ არ ვიცით ზუგდიდში როგორი სიტუაცია იქნება, მეც დღეს მოვისმინე პარტიის ხელმძღვანელობის განცხადება. მე ჩემი კანდიდატურის დაყენებას არ ვაპირებ. დღეს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი არსებობს პარტიაში, არ მაქვს სურვილი, რომ შიგნით კიდევ დაპირისპირება წამოიჭრას. ვინც არ უნდა დადგეს კანდიდატად, ყველა იქნება ჩვენი პარტიიდან და ჩვენი მეგობარი. ჩვენ ბოლო შიდაპარტიულმა არჩევნებმა გვაჩვენა, რომ გამოიწვია უთანხმოებები, აზრთა სხვადასხვაობა და ამან შეიძლება კიდევ უფრო გააღრმაოს ეს პროცესი,"- თქვა" თემურ ბასილაიამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა დღეს განაცხადა, რომ პარტიაში რეგიონული ორგანიზაციების ახალ თავმჯდომარეებს თვის ბოლომდე აირჩევენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
21 / მაისი 2025
მოსკოვი მხარს უჭერს უმოკლეს დროში „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციას საქართველოსთან“.
21 / მაისი 2025
საქართველო-თურქეთის საზღვარზე თურქულმა სამართალდამცველებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის გამგებელი ბაკურ ქომეთიანი, თანმხლებ პირთან ერთად, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ქართული მედია ავრცელებს.
21 / მაისი 2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.